სულ მეცნიერებმა 11 მახასიათებლით დაახარისხეს ქვეყნები. ეს მახასიათებლები კი სამ ჯგუფშია გაერთიანებული:
1. კლუბებისა და ნაკრებების სპორტული მიღწევები;
2. ფეხბურთის პოპულარულობა;
3. ფეხბურთის განვითარების გარე ფაქტორები.
რეიტინგის მიხედვით, ყველაზე განვითარებული ფეხბურთი გერმანიაშია - 83 ბალი; შემდეგ მოდის საფრანგეთი - 148 და ჰოლანდია - 153.
აღსანიშნავია, რომ საქართველო 1217 ბალით მსოფლიოში 101-ე პოზიციაზეა. ყოფილი საბჭოეთიდან გვისწრებენ: რუსეთი, უკრაინა, უზბეკეთი, აზერბაიჯანი, ბელორუსი და ყაზახეთი.