გიორგი პაპუნაშვილით ბრემენის "ვერდერი" დაინტერესდა

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრებისა და თბილისის "დინამოს" 19 წლის შემტევი გიორგი პაპუნაშვილი ბრემენის "ვერდერის" ინტერესის სფეროში მოექცა.

ეს ინფორმაცია ჩვენმა სანდო წყარომაც დაადასტურა და გვითხრა, რომ უახლოეს ორ დღეში ამ სავარაუდო ტრანსფერის თაობაზე კიდევ უფრო მეტი გვეცოდინება.

კულუარებში იმასაც ამბობენ, რომ პაპუნაშვილი კლუბთან მოსალაპარაკებლად გერმანიაში გაფრინდა, თუმცა ეს ცნობა ჩვენმა წყარომ ამ ეტაპზე არ დაადასტურა.

მოკლედ, დაველოდოთ მოვლენათა განვითარებას. მანამდე კი შეგახსენებთ, რომ "ვერდერს" უკრაინელი ვიქტორ სკრიპნიკი წვრთნის. გასულ სეზონში გუნდი ბუნდესლიგაში მე-10 ადგილზე გავიდა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 6 /
მოაწერა კონრაქტს ხელი და ეგ თუ კიდე დაინტერესებაა :)))))
ეს ინფორმაცია ჩვენმა სანდო წყარომაც დაადასტურა
10:31 24-07-2015
0
იმასაც ამბობენ მილიონი გადაიხადესო, მგონი წყარო დასაკეტია
თბილისი
11:16 24-07-2015
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული