ეს ინფორმაცია ჩვენმა სანდო წყარომაც დაადასტურა და გვითხრა, რომ უახლოეს ორ დღეში ამ სავარაუდო ტრანსფერის თაობაზე კიდევ უფრო მეტი გვეცოდინება.
კულუარებში იმასაც ამბობენ, რომ პაპუნაშვილი კლუბთან მოსალაპარაკებლად გერმანიაში გაფრინდა, თუმცა ეს ცნობა ჩვენმა წყარომ ამ ეტაპზე არ დაადასტურა.
მოკლედ, დაველოდოთ მოვლენათა განვითარებას. მანამდე კი შეგახსენებთ, რომ "ვერდერს" უკრაინელი ვიქტორ სკრიპნიკი წვრთნის. გასულ სეზონში გუნდი ბუნდესლიგაში მე-10 ადგილზე გავიდა.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"