"ჩვენ თუ მომხდარიდან შესაბამისი დასკვნები არ გამოვიტანეთ, გაისადაც ასეთი შედეგები გვექნება. აქ მხოლოდ კლუბებში არ არის საქმე. ყველამ ვნახეთ ფიფას ბოლო რეიტინგი და ის ადგილი, რომელიც საქართველოს ნაკრებს უჭირავს...
ჩვენ სისტემა უნდა ჩამოვაყალიბოთ და ამ სისტემის მიხედვით უნდა აღვზარდოთ თაობა, უნდა ვითამაშოთ ფეხბურთი. ეს სისტემა უნდა იქნას შემუშავებული სპეციალისტების მიერ...
უნდა დაიწეროს 10-15 წელიწადზე გათვლილი პროგრამა. ეს შედეგს გამოიღებს. ძალიან ჩამოვრჩით ევროპულ ფეხბურთს, თუნდაც
სისტემის შემუშავება ხელს შეუწყობს იმას, რომ ჩვენი გუნდების კარგი თამაში პროცესში გადაიზრდება. ბოლო წლებში რამდენჯერ ვნახეთ პროცესში კარგად მოთამაშე ქართული გუნდი? მე მხოლოდ გია გეგუჩაძის "ზესტაფონი" მახსენდება, რომლის ფეხბურთელები არაერთი წლის განმავლობაში ერთად მოდიოდნენ...
ბუნებაში ყველაფერი მოძრაობს. ჩვენ უკან მივდივართ. ამაში მთავარი დამნაშავე არა 16-გუნდიანი პირველობა, არამედ უსისტემობაა. ამ პირველობას აქვს დადებითი და უარყოფითი მხარეები. დადებითია თუნდაც ის, რომ უფრო ბევრი ადამიანია დასაქმებული...
ქართულ ფეხბურთს სახელმწიფო უნდა დაეხმაროს ინფრასტრუქტურული პროექტებით, დანარჩენი კი ფეხბურთის სპეციალისტებმა უნდა გააკეთონ. სისტემა კი იმიტომ გვინდა, რომ ის თავისთავად წარმოშობს კარგ პროდუქტს და არჩევანის საშუალებასაც მეტს გვაძლევს", - გვითხრა კობა ჟორჟიკაშვილმა.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
თქვენ ფეხბურთელს რომ ვერ ზრდით ინფრასტრუქტურის ბრალია?
"დინამო" თბილისის ინფრასტრუქტურა თუ არ მოგწონთ მაშინ აღიარეთ რომ მწვრთნელების გადამზადება არის საჭირო და დროულედ მოიწვიეთ საუკეთესო უცხოელი სპეციალისტები!!!!