"ვერდერში" მიმავალი გიორგი პაპუნაშვილი თბილისის "დინამოდან" გააცილეს

AutoSharing Option
გავრცელებული ინფორმაციით, საქართველოს ნაკრებისა და თბილისის "დინამოს" 19 წლის შემტევი გიორგი პაპუნაშვილი კარიერას ბუნდესლიგის გუნდ ბრემენის "ვერდერში" გააგრძელებს, რომელთანაც მოლაპარაკებას დღე-დღეზე დაასრულებს.

გერმანიაში გამგზავრებამდე გიორგის თბილისის "დინამოში" გაცილება მოუწყვეს - თანაგუნდელებმა მას წარმატება უსურვეს, სამახსოვრო მაისურა გადასცეს და ფოტო გადაიღეს, რომელიც სოციალურ ქსელში ჯაბა ჯიღაურმა გამოაქვეყნა.

"ვერდერში" გიორგი პაპუნაშვილის ტრანსფერის შესახებ ოფიციალური ინფორმაცია ჯერ არ გავრცელებულა.

შეგახსენებთ, რომ "ვერდერს" უკრაინელი ვიქტორ სკრიპნიკი წვრთნის. გასულ სეზონში გუნდი ბუნდესლიგაში მე-10 ადგილზე გავიდა.
მკითხველის კომენტარები / 3 /
ღმერთი შეგეწიოს.ასახელე ოჯახი,სამშობლო და მეგობრები.
paata
09:54 26-07-2015
0
გელოდებით,იმედია ქარტველებს არ შეარცხვენ გერმანიაში
germania
21:43 25-07-2015
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული