გომელაურმა ვიტ ჯორჯია დატოვა

AutoSharing Option
გუშინდელი სამარცხვინო მარცხის შემდეგ "ვიტ ჯორჯიადან" გელა გომელაური წავიდა – "ვიტ ჯორჯიას" ოფიციალური ვებგვერდს თუ ვერწმუნებით, საკუთარი გადაწყვეტილებით.

"ვიტ ჯორჯიას" მთავარ მწვრთნელად კვლავ მერაბ კოჭლაშვილი განაგრძობს მუშაობას", - ვკითხულობთ იგივე ინტერნეტ-საიტზე. დიახ, "ვიტ ჯორჯია" 0:6-ისთვის არა მთავარ მწვრთნელს, არამედ მის ასისტენტს ათავისუფლებს...

თუმცა ყველასთვის ცნობილია, რომ გუნდის "დე-ფაქტო" მთავარი მწვრთნელი გომელაური იყო, რის შესახებ თავადაც უთქვამს. ეს ისედაც ჩანდა ვეტერინართა ვარჯიშებზეც და მატჩებზეც.

გელა გომელაურმა ინტერვიუს პირობა მოგვცა და იმედია, მასთან საუბრის საშუალება მართლაც მოგვეცემა...
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული