09:49 01-08-2015
თბილისის "დინამოს" 19-წლამდელებმა რურის თასზე "ბოხუმსაც" მოუგეს [VIDEO]
AutoSharing Option
31 ივლისს თამაზ სამხარაძის გაწვრთნილი გუნდი პორტუ ალეგრის "ინტერნასიონალსა" და "ბოხუმს" დაუპირიპირდა. "დინამომ" ბრაზილიელებთან მატჩი ანგარიშით 0:2 დათმო, გერმანელებთან კი გაიმარჯვა - 2:1.
"დინამომ" ჯგუფური ეტაპი ორი გამარჯვებით და ორი მარცხით დაასრულა. პირველ-მეორე ადგილებზე ტურნირის მასპინძელი დორტმუნდის "ბორუსია" და "ინტერნასიონალი" გავიდნენ. "დინამო" კი, რომელმაც უკან "ბარსელონა" და "ბოხუმი" ჩამოიტოვა, A ჯგუფში მესამე ადგილი დაიკავა და ტურნირზე მეხუთე ადგილის მოსაპოვებლად დღეს, 1-ელ აგვისტოს ლისაბონის "ბენფიკას" დაუპირისპირდება.
მატჩი თბილისის დროით 17 საათსა და 40 წუთზე დაიწყება.
რურის თასი. A ჯგუფი
31 ივლისი
U19. დინამო-ბოხუმი 2:1
დინამო: გუგეშაშვილი, ნემსაძე, ყურშავიშვილი, ლოჩოშვილი (კობახიძე), კობოური, ნ. ბაშალეიშვილი, ხატიაშვილი, ჩაკვეტაძე (კვერნაძე), ზარია, გაბრიჩიძე (მ. ბაშალეიშვილი), მიქელთაძე.
U19. დინამო-ინტერნასიონალი 0:2
დინამო: კულუა, კაპანაძე, ჯაფიაშვილი (ყურშავიშვილი), ლოჩოშვილი (ნემსაძე), კობოური, მ. ბაშალეიშვილი (ჩაკვეტაძე), ვეკუა, კვერნაძე (ნ. ბაშალეიშვილი), ზარია, კობახიძე, მიქელთაძე.
მკითხველის კომენტარები / 0 /
მოწონებების მიხედვით
თარიღის მიხედვით
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
ასევე დაგაინტერესებთ
უძრავი ქონება
107.00 k
150.00 k
სიახლეები
პოპულარული