თბილისის "დინამოს" 19-წლამდელებმა რურის თასზე "ბოხუმსაც" მოუგეს [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
თბილისის "დინამოს" 19-წლამდელთა გუნდმა ტრადიციულ საერთაშორისო ტურნირში, რურის თასზე მორიგი მატჩები გამართა.

31 ივლისს თამაზ სამხარაძის გაწვრთნილი გუნდი პორტუ ალეგრის "ინტერნასიონალსა" და "ბოხუმს" დაუპირიპირდა. "დინამომ" ბრაზილიელებთან მატჩი ანგარიშით 0:2 დათმო, გერმანელებთან კი გაიმარჯვა - 2:1.

"დინამომ" ჯგუფური ეტაპი ორი გამარჯვებით და ორი მარცხით დაასრულა. პირველ-მეორე ადგილებზე ტურნირის მასპინძელი დორტმუნდის "ბორუსია" და "ინტერნასიონალი" გავიდნენ. "დინამო" კი, რომელმაც უკან "ბარსელონა" და "ბოხუმი" ჩამოიტოვა, A ჯგუფში მესამე ადგილი დაიკავა და ტურნირზე მეხუთე ადგილის მოსაპოვებლად დღეს, 1-ელ აგვისტოს ლისაბონის "ბენფიკას" დაუპირისპირდება.

მატჩი თბილისის დროით
17 საათსა და 40 წუთზე დაიწყება.

რურის თასი. A ჯგუფი
31 ივლისი
U19. დინამო-ბოხუმი 2:1
დინამო: გუგეშაშვილი, ნემსაძე, ყურშავიშვილი, ლოჩოშვილი (კობახიძე), კობოური, ნ. ბაშალეიშვილი, ხატიაშვილი, ჩაკვეტაძე (კვერნაძე), ზარია, გაბრიჩიძე (მ. ბაშალეიშვილი), მიქელთაძე.

U19. დინამო-ინტერნასიონალი 0:2
დინამო: კულუა, კაპანაძე, ჯაფიაშვილი (ყურშავიშვილი), ლოჩოშვილი (ნემსაძე), კობოური, მ. ბაშალეიშვილი (ჩაკვეტაძე), ვეკუა, კვერნაძე (ნ. ბაშალეიშვილი), ზარია, კობახიძე, მიქელთაძე.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული