თარიღი: 1979, 11 აგვისტო... ოთარ გაბელიას აღებული 3 პენალტი [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
36 წლის წინათ, 11 აგვისტოს, "ლუჟნიკებში" გაიმართა საბჭოთა კავშირის თასის გათამაშების ფინალური მატჩი, რომელშიც ერთმანეთს თბილისისა და მოსკოვის დინამოელები შეხვდნენ.

ძირითადი 90 წუთი უგოლოდ დასრულდა. გამარჯვებული ვერც დამატებითმა დრომ გამოავლინა, პენალტების სერიაში კი ჩვენი გუნდის მეკარე ოთარ გაბელიამ სამი (!) 11-მეტრიანი მოიგერია, რითაც ლომის წილი დაიდო თბილისის "დინამოს" გამარჯვებაში (მეორედ, კლუბის ისტორიაში).

ფინალის კულმინაცია იყო ბოლო პენალტი, როცა ნიშნულთან ვალერი გაზაევი მივიდა. გაბელიამ კუთხე გამოიცნო და ბურთი ეფექტური ნახტომით მოიგერია...

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 7 /
მაგას ვარსკვლავთცვენა კიარა საქართველოს ნაკრები ერქვა... დღესაც ათამაშონ დინამოში საქართველოს ნაკრები და რაღაცას ესენიც იზამენ... ვარსკვლავები აბა მაგათაც არ მოუწყვეტიათ... ერტი ... რაღაც აიღეს და გადაყვნენ მაგას
: ))))
16:38 12-08-2015
2
იმ ლეგენდარულ გუნდში იყო ვარსკვლავთცვენა, ყველა რგოლში!... დღეს სამწუხაროდ ყველა რგოლს ვერ ვარეგულირებთ... ერთი-ორი საშუალო დონის მოთამაშით გვინდა ფონს გასვლა!... ბავშვებში უნდა ეძებონ მომავალი ვირტუოზები და სწორად გაზარდონ... სხვანაირად წარმატებაზე ფიქრიც ზედმეტია!... მიდეგომა უნდა პატრიოტული და არა გამორჩენაზე...
ქართელი ქომაგი
17:33 11-08-2015
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული