დავა, როგორც სერიალი - ვისია თბილისის "დინამო" და "დინამო თბილისი"

AutoSharing Option
ალბათ, ამა თუ იმ ტერიტორიის ხელში ჩასაგდებად არ ყოფილა ისეთი გამწარებული და ხანგრძლივი ბრძოლა, როგორც ეს თბილისის "დინამოს" შემთხვევაში მოხდა და ხდება.

კლუბისთვის ბრძოლა მისმა ყოფილმა მეპატრონეებმა ხელახლა წამოიწყეს და საამისოდ უზენაეს სასამართლოში სარჩელი შეიტანეს. ეს ამბავი თბილისის "დინამოს" სამეთვალყურეო საბჭოს ყოფილმა წევრმა ნუკრი კაკილაშვილმა გაამხილა, რომელიც ახალდაარსებული არასამთავრობო ორგანიზაცია - "დავიბრუნოთ თბილისის დინამო" - ერთ-ერთი დამფუძნებელია.

"თბილისის "დინამო" 1925 წლიდან არსებობს. მაგრამ მერე სახელი შეუცვალ
ეს და ამჟამად არსებობს "დინამო თბილისი" - 2001 წლიდან სწორედ ასეა დარეგისტრირებული.

უეფაშიც ჰგონიათ, რომ ეს ძველი თბილისის "დინამოა". არადა, ეს გუნდი შპს საფეხბურთო კლუბ "დინამოს" სამართალმემკვიდრეს არ წარმოადგენს და ძველ კლუბთან კავშირი არ აქვს.

2001 წელს, კლუბი მაშინდელმა შინაგან საქმეთა მინისტრმა, კახა თარგამაძემ წაგვართვა და შსს-ს მაღალჩინოსნების ოჯახებს გადაუფორმა. ასე შეიქმნა შპს "დინამო თბილისი", რომელიც თბილისის "დინამოს" სამართალმემკვიდრე არ არის.

ჩვენ ვაპირებთ სამართლიან ბრძოლას. უზენაეს სასამართლოში სარჩელი უკვე შევიტანეთ და პროკურატურაშიც ვაპირებთ, რომ შევიტანოთ. მაგრამ დიდი აჟიოტაჟის ატეხაც და ამით ქართული ფეხბურთის იმიჯის კიდევ ერთხელ შელახვაც არ გვსურს.

იმედია, საკითხი მშვიდად მოგვარდება", - ამბობს კაკილაშვილი.

"დინამო", რომლის ამჟამინდელი მფლობელიც რომან ფიფიაა, სასამართლო დავისთვის მზადაა. კლუბის წარმომადგენელთა თქმით კი, დაინტერესებულებიც არიან, რომ საკითხი ერთხელ და სამუდამოდ გაირკვეს და ამ თემით სპეკულირება შეწყდეს.

შეგახსენებთ, რომ 1925 წლის შემოდგომაზე კლუბი სპორტსაზოგადოება "დინამოს" ხელმძღვანელებმა დააარსეს. დამოუკიდებლობის წლებში კი, როდესაც "დინამოს" გაუჭირდა, კომპანია "ბერმუხამ" და მისმა მეგობრებმა შეისყიდეს. კლუბში აქციათა 80 პროცენტი მერაბ რატიანს ეკუთვნოდა, 10 - მერაბ ჟორდანიას, 10 პროცენტი კი სპორტსაზოგადოება "დინამოს" დარჩა.

თუმცა, საბოლოოდ, სწორედ ამ 10-პროცენტიანი წილის მფლობელმა სპორტსაზოგადოებამ გააგდო 90 პროცენტის მქონე მეწილეები.

2001 წლის იანვარში შსს-ს მაშინდელმა მინისტმა კახა თარგამაძემ ბადრი პატარკაციშვილთან ხელშეკრულება გააფორმა, რომლის შემდეგაც შსს-ს თავისი წილი და ხელახლა რეგისტრირებული "დინამო თბილისი" ბიზნესმენის საკუთრებაში გადავიდა.

2011 წლის იანვრიდან კლუბის მეპატრონე უკვე რომან ფიფია გახდა, რომელმაც საკმაოდ დიდი ინვესტიციაც განხორციელდა - ანდრო ჟორდანიას სახელობის საწვრთნელი ბაზა ევროპული სტანდარტების მიხედვით განაახლა და ის დღეს რეგიონში ერთ-ერთი საუკეთესოა.

ფიფა-უეფას სტანდარტების შესაბამისად, სარეკონსტრუქციო სამუშაოები ჩატარდა "დინამო არენაზეც", აშენდა ვიტალი დარასელიას სახელობის საფეხბურთო აკადემია...

მერაბ ჟორდანია ამტკიცებს, რომ გარდაცვალებამდე პატარკაციშვილი კლუბის დაბრუნებას შეჰპირდა. თუმცა, ფაქტია, რომ დავა გრძელდება...

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 9 /
ამათ არველაძე რომ გახდეს პრეზიდენტი ეგეც ენდომებათ!!
gia
26 აგვისტო 2015 21:29
0
გაასუფთავეთ დინამო ყვავ-ყორნებისგან, როგორაა დამფუზლებელი დამპალი კაკილაშვილი დინამოსი ან სხვა ზველი მხედრიონი გვინდა კიდე. ეხლა მეორეს გეტყვით, რაც შეეხება ფიფიას, კი კარგი ბაზაა და ინფრასტრუკტურა მაგრამ ფეხბურთი არ არი, რომან გუნდი უნდა იყოს დიდი დონის, უნდა იგებდე 10-12ქულით ჩემპიონატს და შენ წვალობ და ჯახირობ 1-2ქულით მოიგო, ან იყოს კარგი დინამო ან შენც შეგიზლია მოცილდე. ხალხს უნდა კარგი ფეხბურთი, რომ დინამომ სახელი დაიბრუნოს.
dudu
26 აგვისტო 2015 12:06
0
ნამუსი აღარა გაქვთ,შეჭამეთ ფეხბურთი და კიდევ მოგინდათ 250 მილიონი შეთქვლიფოთ, სანამ ხალხი დეას არ გიტირებთ, თქვენ და ჟორდანია არ მოისვენებთ...
status quo
24 აგვისტო 2015 01:14
0
ზუსტად ამისნაირი ვეტერანები *აძლევენ* არველაძეს - სათქვლეფი შემოაკლდათ ! წაგართვათ კი არა მაშინაცდასაჭერები იყავით , ჟორდანიადან დაწყებული სუყველა ! საკუთარი თვალით მაქვს გაზეთში გამოქვეყნებული - 200 000 დოლარად იყდებოდა დინამოს საწვრთნელი ბაზა ! ჩააოხრეთ და შეჭამეთ ყველაფერი , კაცმა მკვდარი და დამპალი აღადგინა , გინდათ მოწველოთ ?! დედითქვენისამ ! ყველა შენნაირ ვეტერანს ეკუთვნის ეს სიტყვები !
კახაბერი
22 აგვისტო 2015 22:09
0
სანამ ვინმეს შეურაცხოფთ, ოატიცცემულო დინამოს "ქომაგებო", როგორც მინიმუნ დაინტერესდით კაკილაშვილი ვინ არის და რა ამაგი აქვს დინამოსათვის გაწეული. რაც შეეხება სასამართლო დავას, ყველა ნორმალურ ქვეყანაში მიმდინარეობს ამ სახის დავები და ამაში განსაკუთრებული არფერია.

რომან ფიფია კი სავარაუდოდ კეთილსინდისიერ მეპატრონეს წარმოადგენს, თან წლების მანძილზე უზარმაზარი ინვესტიციები აქვს განხორციელებული, ასე რომ ძალიან გაუჭირდება მოსარჩელეს
ივანე
22 აგვისტო 2015 21:03
0
უსაქმურების ხროვა, მოუდათ ფული ბიჭებს.... მოეწონათ აშენებული გუნდი!! არამგონია ფიფია იმის კაცი იყოს ამათ თეთრი მისცეს....
თბილისი
22 აგვისტო 2015 14:54
0
იცით რა არის?იდი ... .... . . ... ,კაკილაშვილი არა კაკალაშვილი ხარ
Bacho
22 აგვისტო 2015 14:29
0
როცა იყო ნამდვილი თბილისის დინამო მაშინ იყო კარგი ფეხბურთი და ფეხბურთელები, ძალიან ცოტამ თუ იცოდა ვინ იყო მეპატრონე დინამო იყო ხალხის არა თბილისის არამედ საქართველოსი. ახლა რა ხდება ვისაც აქვს ფული მოხიკავს ვითომ კარგ ფეხბურ თელებს და დანარჩენი გუნდები რჩებიან ხახა მშრალი.ასე არაპერი გამოვა ფეხბურთი კი არა ბაზარია.
???
22 აგვისტო 2015 14:18
0
მშვენიერი კაცის ხელშია დინამო. დაანებეთ თავი ფიფიას, რომ მშვიდად განავითაროს კლუბი
beqa
22 აგვისტო 2015 13:54
0

სიახლეები პოპულარული