"მე და ქინქლაძეს ფინანსური მხარდაჭერა გვაქვს" - ნუკრი კაკილაშვილი "დინამოს" დავაზე

AutoSharing Option
ფოტოზე: გიორგი ქინქლაძე
ცნობილია, რომ თბილისის "დინამოსთვის" ბრძოლა მისმა ყოფილმა მეპატრონეებმა ხელახლა წამოიწყეს და საამისოდ უზენაეს სასამართლოში სარჩელი შეიტანეს.

ვეტერანი ფეხბურთელი, თბილისის "დინამოს" სამეთვალყურეო საბჭოს ყოფილი წევრი ნუკრი კაკილაშვილი ამბობს, რომ არასამთავრობო ორგანიზაციას - "დავიბრუნოთ თბილისის "დინამო" - ბევრი მხარდამჭერი გამოუჩნდა.


კაკილაშვილმა გაგვიმხილა, რომ არასამთავრობო ორგანიზაციის ერთ-ერთი დამფუძნებელი გიორგი ქინქლაძეა.

სოციალურ ქსელში დაფუძნებულ გვერდზე მხარდაჭერა ცნობილმა ადამიანებმა გამოხატეს და ეტყობა, რომ ძველი მეპატრონეები "საომრად" ემზადებიან. ჯგუფის მხარდამჭერები არიან ერთმანეთთან დაპირისპირებული
საფეხბურთო ძალების წარმომადგენელი ცნობილი ვეტერანები - აჩიკო არველაძე და მიხეილ ყაველაშვილი, აგრეთვე, მამუკა მაჭავარიანი, ნიკა ჩხეიძე, გრიგოლ ცაავა, გიორგი ღუდუშაური, რატი ალექსიძე, გოგა გახოკიძე, მიხეილ აშვეთია, ბიზნესმენები - მიხეილ ახვლედიანი და ნიკა ივანიშვილი, ვეტერანი კალათბურთელი ნიკოლოზ დერუგინი...

"ვოცნებობ ისეთ "დინამოზე", რომელიც ისევ შეავსებს ტრიბუნებს და სიამაყის გრძნობას დაგვიბრუნებს. ამიტომაც ვარ სამართლიანობის მხარეს", - ამბობს არველაძე.

"ქართული ფეხბურთი უკან-უკან მიდის, არადა, ტალანტების ქვეყანა ვართ. მე მინდა, თბილისის "დინამომ" სიამაყის შეგრძნება დაგვიბრუნოს", - ეს უკვე ყაველაშვილის სიტყვებია.

ამ ჯგუფის პოზიციას იზიარებს "დინამოს" ყოფილი დირექტორი ამირან ღიბრაძე, რომლის თქმითაც, 2008 წელს ბადრი პატარკაციშვილი წინააღმდეგი არ იყო, რომ კლუბი ძველი მეპატრონისთვის გადაეცა, მაგრამ შემდეგ ბიზნესმენი გარდაიცვალა.

Sportall.Geკაკილაშვილი ამბობს, რომ კლუბის დღევანდელ მეპატრონე რომან ფიფიასთან დაპირისპირება არ სურს:

"გვინდა, ეს საკითხი ადამიანურად, ჩხუბის გარეშე მოვაგვაროთ, მაგრამ, რატომღაც, რომან ფიფიამ ჩვენთან დალაპარაკება არ ისურვა. ეტყობა, არაფრად გვთვლის და რა ვქნათ?

მაგრამ სირცხვილია, თბილისის "დინამო" ამ დონეზე რომ დაეშვა. "გაბალასთან" რომ წააგებ და ჩემპიონობას დათმობ, ამაზე თვალები როგორ დავხუჭოთ?!

ყველაზე ცუდი ისაა, რომ პასუხს არავინ სთხოვს. არადა, ეს დიდი ტრადიციების მქონე კლუბია და ასეთი გათახსირება არ ეკადრება.

აქვე ვიტყვი, რომ ჩვენ არც "დინამოს" აკადემიაზე გვაქვს პრეტენზია. რაც ჩვენ გვქონდა, მხოლოდ იმის დაბრუნებას ვითხოვთ".

მისი თქმით, ვეტერანი ფეხბურთელები აღშფოთებულები არიან, რადგან "დინამოს" სტადიონზე არ შეუშვეს:

"ეს ინციდენტი 19 აგვისტოს მოხდა, როცა "დინამო არენის" ვეტერანთა კლუბში რევაზ არველაძესთან შეხვედრა გვსურდა, მაგრამ ჩივაძე, გაბელია, ხურცილავა და სხვები არ შეუშვეს იქ, სადაც მათ ქართველებს თასების თასი, უამრავი გამარჯვება და ნამდვილი ფეხბურთი აჩუქეს. ამის გამო "მიხეილ მესხზე" გადავედით".

კაკილაშვილისვე თქმით, კლუბის დაბრუნების შემთხვევაში, მისი მართვის ფორმას შეცვლიან:

"არ შეიძლება, ასეთი სახელოვანი კლუბი ერთი ადამიანის კერძო საკუთრებად იქცეს.

მას შემდეგ, რაც "დინამო" კანონიერ მფლობელებს დაუბრუნდება და სამართლიანობა აღდგება, ის სხვა ევროპული კლუბების მსგავსად, სააქციო საზოგადოება გახდება.

ასეთ შემთხვევაში, ხელმძღვანელობაში ცალსახად ვიქნებით ქინქლაძე და მე. გვაქვს სერიოზული ბიზნესჯგუფების ფინანსური მხარდაჭერა, მაგრამ ამ კომპანიებს ჯერ არ დავასახელებ".

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 22 /
ra shuashia gabala uefaze gavida jgufshi da romc ar gasuliyo magis gamo dagitmot tu ra gindat...tqvne xo aayvavebt..ra shuashia mplobeli romelic yvela pirobas uqmnis gunds...moindomes dinamo da fulebii...vabshe amas mxars rogor ucheren...
sandrika
09:21 22-09-2015
0
გაანებეთ ფიფიას თავი თქვე უნამუსოებო, კაცმა საქმე ააწყო გუნდის შენება დაწიყო და ეხლა დაუწყეს ბრძოლა, ფულის კეთება უნდათ და იმიტომ.... არველაძეებმა კიდევ სულ დაკარგეს ნამუსი და ღირსება რა
kmara
16:27 21-09-2015
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული