"თუ სფფ-ში ფუნდამენტური ცვლილებები არ მოხდება, ქართულ ფეხბურთს დავტოვებ"

AutoSharing Option
იმ შემთხვევაში, თუ ფეხბურთის ფედერაციაში ფუნდამენტური ცვლილებები არ განხორციელდება, ქართულ ფეხბურთს დავტოვებ, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" თბილისის "დინამოს" პრეზიდენტმა რომან ფიფიამ განუცხადა.

მისი თქმით, ის მხარს უჭერს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტობის კანდიდატს, ლევან კობიაშვილს.

ფიფია აღნიშნავს, რომ ფეხბურთის ფედერაციაში აუცილებელია ფუნდამენტური ცვლილებების განხორციელება.

"ვადასტურებ ამ სიტყვებს, რომ თუ ფუნდამენტური ცვლილებები არ განხორციელდება, დავტოვებ ქართულ ფეხბურთს. "დინამო" ასეთი აქტიური ინვესტიციებით მარტო ვერ დარჩება ქართულ ფეხბურთში. რომ მოვიდეს კერძო მესაკუთრე, საჭიროა დახვდეს სხვანაირი, სამართლიანი სურათი.

გასაგებია, რომ მხოლოდ ფედერაცია ვერ წყვეტს ამ საკითხებს,
მაგრამ მნიშვნელოვანია კოორდინაცია სახელმწიფოსთან, რომელმაც უნდა გაიღოს თანხა ფეხბურთის განვითარებისთვის, მაგრამ ეს თანხა სწორად არის დასახარჯი. ცვლილებები არის აუცილებელი და მნიშვნელოვანი. მეტსაც გეტყვით, ფუნდამენტური ცვლილებებია საჭირო. ეს უნდა მოხდეს აკადემიისა და სკოლების ჩამოყალიბების მიმართულებით. მხოლოდ უმაღლესი ლიგის გუნდების გაზრდით ვერ ავამაღლებთ ფეხბურთის დონეს. აუცილებელია მივიღოთ მომავალი თაობა", - განაცხადა ფიფიამ.

მისივე თქმით, ლევან კობიაშვილი არის ადამიანი, რომელსაც ის ენდობა.

"მაქვს იმედი, რომ მასთან ერთად განხორციელდება უამრავი კეთილშობილური საქმე ფეხბურთში. სხვა კანდიდატებთან დაკავშირებით რაც შემიძლია ვთქვა, რეზი არველაძესაც აქვს დიდი გამოცდილება. როგორც ფუნქციონერს, მასაც აქვს შანსები, რადგან არჩევნებზე წინასწარ აქვს ნამუშევარი. ის ხალხი, ვინც დებს ქართულ ფეხბურთში ფულს, მხარს უჭერს კობიაშვილს", - განაცხადა ფიფიამ.
მკითხველის კომენტარები / 10 /
"იმპოტენტი გულშემატკივარი"ს ვეთანხმები, ვინც დღეს ქართული ფეხბურთის ბედს წყვეტს 98% უნდა ჩამოაცილო საერთოდ ფეხბურთს! ქართული ფეხბურთის მტერი უნდა იყო რომ არველაძეს ხმა მისცე! ტიპი ვერ გაძღა,დასეირნობს აქეთ-იქით მუქთად რა უნდოდა მონაკოში ვითომ წილისყრაზე რომელი ქართული კლუბი მონაწილეობს ევროთასებზე?! მე არ ვიძახი რომ სხვა სხვა მოვა და ეგრევე გამოასწორებს სიტუაციას მაგრამ არველაძე თუ გახდა სფფ-ს პრეზიდენტი უეჭველი ვიცი რომ არაფერი არ შეიცვლება........
gogia
16:06 01-09-2015
0
სახელმწიფომ ფეხბურთში ფული უნდა ჩადოს, მაგრამ მხოლოდ მომგებიან პროექტებში. ამის შემდეგ კერძო ინვესტორებიც გამოჩნდებიან.

წამგებიან სფეროში ინვესტორი საკუთარი ნებით ფულს რატომ ჩადებს?
გუჯა კახაძე
12:27 01-09-2015
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული