პრეზიდენტი ზვიად სიჭინავა - ერთხმად!

AutoSharing Option
ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის არჩევნებში, რომელიც სასტუმრო "ჰოლიდეი ინნ"-ში" გაიმართა, 33 დელეგატიდან, მონაწილეობა 30-მა მიიღო და მათ ერთხმად აირჩიეს პრეზიდენტად ზვიად სიჭინავა.

როგორც კენჭისყრის დასრულების შემდეგ ზვიად სიჭინავამ ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, მისთვის ფედერაციის პრეზიდენტობა საკმაოდ დიდი პასუხისმგებლობაა იქიდან გამომდინარე, რომ ქართულ ფეხბურთში დღესდღეობით საკმაოდ ბევრი პრობლემაა.

მისი განცხადებით, მომავალი ოთხი წლის განმავლობაში, ყველაფერი გაკეთდება იმისთვის, რომ განვითარდეს საფეხბურთო ინფრასტრუქტურა, განვითარდეს შიდა ჩემპიონატები. რაც შეეხება მთავარ პრიორიტეტს, ფედერაციის პრეზიდენტი უპირველესად ეროვნული ნაკრების გაძლიერებას ასახელებს.

სიჭინავას თქმით, ნაკრებმა წარმატებას რომ მიაღწიოს, მის მთავარ
მწვრთნელად მუშაობა კვლავ თემურ ქეცბაიამ უნდა განაგრძოს, რომელსაც კონტრაქტი, მინიმუმ, ორი წლით უნდა გაუხანგრძლივდეს.

ზვიად სიჭინავა პრეზიდენტობის ერთადერთი კანდიდატი იყო.


"ინტერპრესნიუსი"




.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული