რევაზ არველაძის პირობა - საქართველოს ნაკრები ევრო 2020-ზე ითამაშებს!

AutoSharing Option
1-ელ სექტემბერს, ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტობის კანდიდატი რევაზ არველაძე სასტუმრო "რედისონში" საარჩევნო პროგრამის პრეზენტაციას მართავს.

როგორც რევაზ არველაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, მის პროგრამაში არის ყველა ის დეტალი, რომელიც აუცილებელია ფეხბურთის განვითარებისთვის.

"ჩემთვის, როგორც რეზო არველაძისთვის, როგორც ყოფილი ფეხბურთელისთვის, ყოფილი მწვრთნელისთვის და საფეხბურთო ფუნქციონერისთვის, ძალიან მნიშვნელოვანია წარმატება. წარმატება არის ჩვენი ყველაზე მთავარი ლოზუნგი, საქართველოს ნაკრები 2020 წელს უნდა მოხვდეს ევროპის ჩემპიონატზე. განვითარება წარმატების გზით სწორედ ამას ნიშნავს.

ჩვენ არ შეგვიძლია ვიფიქროთ მარტო განვითარებაზე და არ ვიფიქროთ შედეგზე. შედეგი არის ზუსტად ის, რასაც მოჰყავს
მაყურებელი სტადიონზე, რასაც მოჰყავს ბავშვები ფეხბურთზე და რაც მშობელს გადააწყვეტინებს, რომ ბავშვები მიიყვანოს ფეხბურთზე.

იმ შემთხვევაში, თუ გავხდი ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი, მე მინდა, რომ ოთხი წლის შემდეგ გვყავდეს უფრო მეტი ფეხბურთელი, უფრო მეტი მწვრთნელი, უფრო განათლებული მენეჯმენტი, უფრო ძლიერი კლუბები და ამაში მნიშვნელოვანია სახელმწიფოს ჩართულობაც", - განაცხადა არველაძემ.

მისივე თქმით, მას საკმაო ცოდნა და გამოცდილება დაუგროვდა იმისთვის, რომ ყველა საკითხი, რომელიც მნიშვნელოვანია ფეხბურთის განვითარებისთვის, მის პროგრამაში მოხვდეს და ამაზე იზრუნოს.

"ბუნებრივია, ამის განვითარებისთვის, ამ ღირებულებების ცხოვრებაში მოყვანისთვის, გეგმის შესრულებისთვის, შევეცდები მაქსიმალურად გამოვიყენო ის დრო, რომელიც მომეცემა იმ შემთხვევაში, თუ ამირჩევენ ფედერაციის პრეზიდენტად. ეს ეხება დაწყებული საქართველოს ნაკრებიდან, დამთავრებული მასობრივი ფეხბურთის განვითარებით", - განაცხადა არველაძემ.

დღევანდელ პრეზენტაციას ესწრებიან ცნობილი სახეები, ბიზნესმენები, სპორტსმენები. მათ შორის არიან ცნობილი მსახიობები: გივი ბერიკაშვილი, კახი კავსაძე; ბიზნესმენები: ლევან ვასაძე, თემურ ჭყონია; ასევე, პოლიტიკოსები: ზურაბ ტყემალაძე, გოგი თოფაძე, ერეკლე ტრიპოლსკი და სხვები.

მომზადებულია "ინტერპრესნიუსის" მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 18 /
დაპირება მაგარია, ისეთი როგორც მიშამ დაგვპირდა მისი გამარჯვების შემთხვევაში. ეე, ფეხბურთის გულშემატკივარს საუბედუროდ არ გვაქვს ხმის მიცემის უფლება თორემ კი გაიმარჯვებს ღირსეული კანდიდატი. მიდი კობი ჩემი სამეგობროთი შენს გვერდით ვართ!
მურმანი
02 სექტემბერი 2015 17:42
0
რა გჭირთ ხალხო.აქ კომენტარებში ბოღმის და შურის მეტი არაფერი არ წერია. თბილისელები, ქალაქელები მაინც არა ხართ და თუ ახალი ცამოსულები ხართ დედაქალაქში ცოტა დაოკდით. რა უბედურებაა ადამიანის ლანძღვა ისე რომ არც კი იცნობ ალბათ სურათის გარდა. რა შუაშია ან შევარდნაძე ან სხვა.რას გადაეკიდეთ ამ კაცს, კარგი ოჯახისშვილია, თბილისელია რაც მთავარია, კარგი და გამოცდილი მენეჯერია, საჭირო კავშირები გააჩნია, ფეხბურთის სამყაროც, დამსახურებული ვეტერანები, და მთელი ქალაქიც მხარს უჭერთ. ნუ ილანძღებით.
giorgi
02 სექტემბერი 2015 11:05
0
გულის ამრევი საზოგადოება!!!ამ ცნობილმა სახეებმაც შემაჯავრეს თავი!!!მარაზმი!!!უსინდისობის და უპასუხისმგებლობის ზეიმი!!!
davidbe
02 სექტემბერი 2015 10:50
0
რატომ მხოლოდ მონაწილეობა, ჩემპიონობაც, რომ შეგვპირდე პასუხს მოგთხოვს ვინმე თუ?
ჩხარელი
02 სექტემბერი 2015 10:35
0
:D გაჰყავს და იჭიმება,მართლა მაგარია ძმაო რა,იმის მაგივრად,რო პასუხი აგოს ამდენი წელი,რო არაფრის გამკეთებელი იყო და მხოლოდ ჯიბეს ისქელებდა,კიდევ აქეთ შეტევაზე გადმოდის!!!ღირსები ვართ!!!კობიაშვილი თუ არ აირჩიეს,ამათი .....................!!!!!
avlip zurabashvili
02 სექტემბერი 2015 10:19
0
ყინულზე დაწერილი პირობაა. აქამდე რა უშლიდა ხელს, იქნებ ახალკაცი, ან სიჭინავა იყვნენ წინააღმდეგი?
ახალკაცის დროს სფფ–ს ანგარიშიდან ფული რატომ გამოიტანა "სესხად"? სფფ ხომ ბანკი არაა?
+*
02 სექტემბერი 2015 10:04
0
რეზიკო, 9 წელი ჩუკნაში გაატარე გადექი გვერძე თორე დაგნაყავს ვიღაცა
lotus
02 სექტემბერი 2015 09:50
0
ეს ჩარჩენილია.. შევარდნაძის დროში ან უფრო ადრე კიდევ..
Grigol
02 სექტემბერი 2015 08:04
0
აუ ეს იმენნა ჩარჩენილია შევარდნაძის ხანაში.. დაჟე უფრო ადრე კიდევ..
grigoli
02 სექტემბერი 2015 08:02
0
რასაც აქამდე აკეთებდი იმას გააკეთებ აწიც,წადი ლუდს უკეთე რეკლამა სხვ არაფრის გამკეთებელი ხარ.2020 რო გავიდეთ იქ რას ვიზამთ მაგრამ არც იქ ვართ გამსვლელები დააბრალებ მერე ცხადაძეს და გაუშვებ.
რუსლანი
02 სექტემბერი 2015 01:31
0

სიახლეები პოპულარული