უეფა საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას აფრთხილებს: დაიცავით წესდება!

AutoSharing Option
"ლელოსთვის" ექსკლუზიურად გახდა ცნობილი, რომ გუშინ, 29 სექტემბერს, გვიან ღამით უეფამ საქართველოში, 3 ოქტომბრის არჩევნებთან დაკავშირებით, მორიგი წერილი გამოგზავნა.

როგორც გვაცნობეს, ეს იყო ევროფეხბურთის მმართველი ორგანიზაციის პასუხი თბილისის "დინამოსა" და ფედერაციის პრეზიდენტობის კანდიდატ ლევან კობიაშვილის ორი დღის წინანდელ წერილზე.

კობიაშვილმა და "დინამომ" უეფას აცნობეს საარჩევნო პროცესში ფედერაციის მხრიდან წესდებისა და ეთიკის კოდექსის დარღვევის თაობაზე, მათ შორის, იმაზეც, რომ ფეხბურთის ფედერაციის აღმასკომმა 24 კლუბს უარი უთხრა გაწევრიანებაზე, ხოლო სფფ-ის თანამშრომლები დელეგატის სტატუსით არჩევნებში მონაწილეობენ.

"ლელოსთვის" ცნობილი გახდა უეფას პასუხის 3 პუნქტი:

1.
უეფა სფფ-ს აფრთხილებს, რომ ის ვალდებულია, დაიცვას საკუთარი წესდება;

2. ყრილობას დაესწრებიან უეფას წარმომადგენლები, რათა ადგილზე გაეცნონ ვითარებას და უზრუნველყონ ყველა კანდიდატისთვის თანაბარი პირობების არსებობა;

3. უეფა მოუწოდებს არჩევნებში მონაწილე მხარეებს, მოერიდონ უეფას სახელით მანიპულირებას.

ამასთან დაკავშირებით, წერილის ავტორები უახლოეს დღეებში საგანგებო პრესკონფერენციის გამართვას გეგმავენ.

საინტერესოა, რომ უეფამ ორ დღეში მოახდინა რეაგირება თბილისიდან გაგზავნილ წერილზე, მაშინ, როცა სფფ-ის აღმასკომი კლუბების მოთხოვნის განხილვას გაწევრიანების შესახებ, მხოლოდ 4 თვის შემდეგ, დეკემბერში აპირებს.

საინტერესოა ისიც, რომ არჩევნებზე წარმომადგენლის გამოგზავნა უეფას ქართულმა კლუბებმა (თბილისის "დინამოს" პირით) და პირადად კობიაშვილმა სთხოვეს.

სამწუხაროდ, გვიან ღამით მოპოვებულ ინფორმაციას ვერ დავურთეთ მხარეთა კომენტარები. შევეცდებით, ეს "ლელოს" ხვალინდელ ნომერში შემოგთავაზოთ.

კახა ლომთაძე
საგანგებოდ "ლელოსთვის"
მკითხველის კომენტარები / 4 /
demnas kaladzem ki ar gadakida usamartlobam da meqrtameobam gadakida dzma nu xart kaladzeze dabogmilebi
giorgi
12:45 30-09-2015
0
კალაძე ზალიან ცუდი ადამიანია გადაკიდა ერთმანეთს მეგობრები და თვითონ ალბათ ზის და იცინის ვაი მაგის ვიცრო გონებას რაუთხარი ისე ფირცხალავა ჩეხი ბოკერია ნაკაიძე ქანთარია ქასრაშვილი ბარათაშვილი ჟვანია რომ მოსაშორებლები არიან მაგას არუნდა ლაპარაკი მოცილდით ... და .... ფეხბურთს და .....
demna
10:54 30-09-2015
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული