მიდტიულანდი-საბურთალო 3:1 - იმედი რჩება

AutoSharing Option
უეფას ახალგაზრდულ ლიგაზე ქართული კლუბის დებიუტი ვერ გამოდგა წარმატებული, თუმცა რჩება იმედი, რომ საპასუხო მატჩის (რომელიც 21 ოქტომბერს თბილისში გაიმართება) შედეგი "საბურთალოს" შემდგომ ეტაპზე გაიყვანს...

მატჩის დასაწყისში ყველაფერი ნორმალურად მიდიოდა. მე-15 წუთისთვის ქართველებს ბურთის ფლობაში უპირატესობა ჰქონდათ - 59 პროცენტი 41-ის წინააღმდეგ. სწორედ ამ დროს, პირველი სახიფათო მომენტი დანიელებმა შექმნეს: ნისენის დარტყმის შემდეგ "საბურთალო" მეკარე ბექა ქურდაძემ იხსნა.

საპასუხო შეტევისას უკვე მასპინძლები გადარჩნენ - გიორგი ხარაიშვილის დარტყმის შემდეგ მასპინძელთა კარის დარაჯმა ოტესენმა დროული რეაქცია გამოავლინა.

ანგარიში 23-ე წუთზე გაიხსნა -
შეტევაში ჩართული მარჯვენა მცველის, მუნკსგაარდის გადაცემით სტერინგმა ისარგებლა - 1:0.

მალე უპირატესობის გაზრდა ჰემერმა სცადა, მერე ისევ სტერინგმა, თუმცა ორივე შემთხვევაში ქურდაძემ ივარგა.

"საბურთალო" ამის შემდეგღა მოეგო გონს და სახიფათო შეტევა განახორციელა. ეგ იყო, რომ გურამ გოშთელიანმა მეკარეს ვერ აჯობა.

ტაიმის მიწურულს დასანანი გოლი გავუშვით - ტუკოსენის საჯარიმოს შემდეგ დანიელთა კაპიტანმა ჰემერმა "მიდტიულანდის" უპირატესობა ორ ბურთამდე გაზარდა - 2:0.

თბილისელებმა მეორე ტაიმი კარგად დაიწყეს, რასაც მალე ავტოგოლი მოჰყვა: გია ჩაბრაძის ფლანგური გადაცემის შემდეგ ჰემერმა ბურთი საკუთარ კარში ჩაჭრა - 2:1.

მერე გიორგი ხარაიშვილს ჰქონდა შანსი, მაგრამ 58-ე წუთზე მის მიერ შესრულებული საჯარიმო დარტყმის შემდეგ ბურთი დანიელთა კარს ასცდა. მომდევნო "სტანდარტულისას" კი ხარაიშვილისგან ბურთი მიიღო ჩაბრაძემ, რომლის მცდელობაც უზუსტო გამოდგა.

მესამე გოლამდე "საბურთალო" გარკვეულ უპირატესობას ფლობდა და ანგარიშის გათანაბრებას ცდილობდა, მაგრამ...

85-ე წუთზე ნისენს დარტყმის საშუალება მიეცა და დანიელთა ნახევარმცველმა შანსი ხელიდან არ გაუშვა - 3:1.

უეფას იუნიორთა ლიგა. I საკვალიფიკაციო ეტაპი. I მატჩი
30.09. ჰერნინგი
მიდტიულანდი-საბურთალო 3:1
გოლები: 1:0 სტერინგი (23), 2:0 ჰემერი (41), 2:1 ჰემერი (50-საკ. კარში), 3:1 ნისენი (84)
მიდტიულანდი: ოტესენი - მუნკსგაარდი, ლაურიტსენი, რ. ნიკოლაისენი, მურბეკი - რუტიკანგა, ჰემერი - ნისენი, კირკი (74. ოლსენი), ტუკოსენი (90. ბრაუნი) - სტერინგი (64. ტომსენი).
სათადარიგოები: პეტერსენი, პოულსენი, იურგენსენი, ვინტერ-იოჰანსენი
მწვრთნელი: კ. ანდერსენი
საბურთალო: ქურდაძე - ჩაბრაძე, მარგველაშვილი, მამუჩაშვილი, ვაჭარაძე - ალთუნაშვილი - კოხრეიძე (52. ჩოგაძე), ხარაიშვილი, ბიძინაშვილი, გვარაძე - გოშთელიანი.
სათადარიგოები: სანიკიძე, ბულუხაძე, ლაკვეხელიანი, ნიკოლაშვილი, ბაკურაძე
მთ. მწვრთნელი: გ. ჭიაბრიშვილი
გაფრთხილება: ტუკოსენი (22), ლაურიტსენი (39), ჩაბრაძე (40), მარგველაშვილი (60), ნისენი (73).

* * *
გუშინვე უეფას ახალგაზრდულ ლიგაში ითამაშა მოსკოვის "სპარტაკის" 19-წლამდელთა გუნდმა, რომელმაც აზერბაიჯანულ "რავანს" 4:0 მოუგო. სპარტაკელთა ძირითად შემადგენლობაში იყო გიორგი მელქაძე, რომელიც 85-ე წუთზე შეცვალეს.

18 წლის შემტევი ნახევარმცველი ხელცარიელი არ გასულა მოედნიდან: 61-ე წუთზე მან ანგარიში 2:0 გახადა.

ბელგიის ჩემპიონ "გენტის" 19-წლამდელებმა კი სანკტ-პეტერბურგში "ზენიტი" 1:0 დაამარცხეს. ტრავმების გამო ბელგიელთა შორის არ ყოფილან გიორგი ბერიძე და ჯიმი ტაბიძე.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 3 /
ეს ,,მაგრამ,, მაგრად ტეხავს:)):))
თაზო
02 ოქტომბერი 2015 18:32
0
დანიელები საკუთარ კარში თუ გაიტანენ კიდევ 2 უპასუხო გოლს შანსები აქვთ!
კარგი გამოცდილება იყო საბურთალოს მოთამაშეებისთვის ბოლოს და ბოლოს ბალახი ნახეს პირველად
vova
01 ოქტომბერი 2015 11:49
0
21 ოქტომბრამდე დიდი დროა. მომზადება შეიძლება. წარმატებები!!!!
გუჯა კახაძე
01 ოქტომბერი 2015 11:42
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული