შელაპარაკება შოთა არველაძესა და "ჰოლიდეი ინნ"-თან შეკრებილებს შორის [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
სასტუმრო "ჰოლიდეი ინნ"-თან შეკრებილებსა და ფედერაციის პრეზიდენტობის კანდიდატ რევაზ არველაძის ძმას, შოთა არველაძეს შორის სიტყვიერი შელაპარაკება მოხდა.


არველაძე სასტუმროს შენობიდან ცოტა ხნით გავიდა ჟურნალისტებთან გასაუბრების მიზნით, თუმცა იგი პოლემიკაში შევიდა აქციის მონაწილეებთან.

არველაძემ ორგანიზაცია "სპორტის საზოგადოების" წარმომადგენლებს, რომლებიც აქციას მართავენ, მიმართა შეკითხვით: ვის დავალებებს ასრულებენ. ასევე, მან მცირე კომენტარი გააკეთა მედიასთან და აღნიშნა, ჟურნალისტები დაინტერესდნენ "რატომ დააკავეს ერთი დელეგატი, რატომ მოხსნეს 10 დელეგატი და რატომ ჩაჩეხეს ყველა; ჟურნალისტები არ ხართ?! გაარკვიეთ", - მიმართა არველაძემ
მედიის წარმომადგენლებს.

აქციის ერთ-ერთი მონაწილე მას გამოეხმაურა და უთხრა, რომ "როცა ბიჭებს იჭერდნენ, მაშინ არველაძეები გაჩერებულები იყვნენ".

შოთა არველაძემ რამდენიმე წუთიანი პოლემიკის შემდეგ აქციის ტერიტორიიდან კვლავ სასტუმროს შენობაში გადაინაცვლა. რაიმე ინციდენტს მიმდინარე აქციაზე ამ დრომდე ადგილი არ ქონია, ძირითადად არველაძისა და ლევან კობიაშვილის მხარდამჭერები ერთმანეთთან მცირე სიტყვიერ პოლემიკაში შედიან.

სასტუმრო "ჰოლიდეი ინნ"-ში დღეს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის არჩევნები უნდა ჩატარდეს. ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტობისთვის სამი კანდიდატი იბრძვის: რევაზ არველაძე, ლევან კობიაშვილი და მამუკა კვარაცხელია.

ფედერაციის პრეზიდენტი 4 წლის ვადით ირჩევა. აქამდე ეს თანამდებობა ზვიად სიჭინავას ეკავა, რომელიც ვადაზე ადრე, არჩევნებამე დაახლოებით ერთი თვით ადრე გადადგა. ამჟამად პრეზიდენტის მოვალეობას ვიცე პრეზიდენტი ალექსანდრე ჩივაძე ასრულებს.

მომზადებულია "ინტერპრესნიუსის" მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 9 /
არ ეყოთ აღმასკომი და ახლა ხალხს ურჩევენ საქმეს.ძმაოოოოოოოოო....
dato
17:57 03-10-2015
0
მანტიორი ძმაკაციიიი:D:D:D:D:D:D:D:
modi da nu gagecineba
15:39 03-10-2015
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული