ამრიგად, საქართველოს ფეხბურთის ფედერავიას 4 წლის განმავლობაში საქართველოს ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი ლევან კობიაშვილი უხელმძღვანელებს.
პრეზიდენტის არჩევამდე, ყრილობაზე რაჭა-ლეჩხუმი ქვემო სვანეთისა და გურიის რეგიონალური ფედერაციების პრეზიდენტებს, შესაბამისად, გია შარაბიძესა და კახა ებრალიძეს, ხმის უფლება ჩამოერთვათ.
33 დელეგატიდან 17-მა დაუჭირა მხარი, რომ აღნიშნულ პირებს არ აღუდგეთ ხმის
"ჰოლიდეი ინნ"-თან დილიდანვე შეკრებილი იყვნენ კანდიდატების მხარდამჭერები. ყრილობის დაწყებას წინ დიდი ვნებათაღელვა უძღოდა და ერთი ხანობა, არჩევნების ჩატარება სათუოც გახდა, რისი მიზეზიც წინა დღეს, დელეგატის გუგა გობეჯიშვილის დაკავება გახდა. ამ მიზეზით არჩევნების ბოიკოტირებას რევაზ არველაძე აპირებდა. გობეჯიშვილი გაათავისუფლეს, მის ნაცვლად კი ხმის უფლება "ქომაგთა ლიგის” ერთ-ერთმა დამფუძნებელმა ზურაბ პეტრიაშვილმა მიიღო.
შეგახსენებთ, რომ სფფ-ის პრეზიდენტის თანამდებობა ბოლოს ზვიად სიჭინავას ეკავა, რომელიც ვადაზე ადრე, არჩევნებამდე დაახლოებით ერთი თვით ადრე გადადგა, ვის მოვალეობასაც შემდეგ ვიცე-პრეზიდენტი ალექსანდრე ჩივაძე ასრულებდა.