საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას ახალი პრეზიდენტი ჰყავს!

AutoSharing Option
დღეს, 3 ოქტომბერს, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის საპრეზიდენტო არჩევნები გაიმართა. სასტუმრო "ჰოლიდეი ინნ"-ში გამართულ ყრილობაზე, ხმის უფლების მქონე 33 დელეგატიდან ფარული კენჭისყრით 18-მა ხმა ლევან კობიაშვილს მისცა. 15-მა - რევაზ არველაძეს, ხოლო მამუკა კვარაცხელიას - არცერთი.

ამრიგად, საქართველოს ფეხბურთის ფედერავიას 4 წლის განმავლობაში საქართველოს ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი ლევან კობიაშვილი უხელმძღვანელებს.

პრეზიდენტის არჩევამდე, ყრილობაზე რაჭა-ლეჩხუმი ქვემო სვანეთისა და გურიის რეგიონალური ფედერაციების პრეზიდენტებს, შესაბამისად, გია შარაბიძესა და კახა ებრალიძეს, ხმის უფლება ჩამოერთვათ.

33 დელეგატიდან 17-მა დაუჭირა მხარი, რომ აღნიშნულ პირებს არ აღუდგეთ ხმის
მიცემის უფლება, ხოლო 15 წინააღმდეგ წავიდა. ერთი ხმა კი ბათილად იქნა ცნობილი. თავდაპირველად აღნიშნული ფედერაციების პრეზიდენტების ჩათვლით, 35 დელეგატი იყო.

"ჰოლიდეი ინნ"-თან დილიდანვე შეკრებილი იყვნენ კანდიდატების მხარდამჭერები. ყრილობის დაწყებას წინ დიდი ვნებათაღელვა უძღოდა და ერთი ხანობა, არჩევნების ჩატარება სათუოც გახდა, რისი მიზეზიც წინა დღეს, დელეგატის გუგა გობეჯიშვილის დაკავება გახდა. ამ მიზეზით არჩევნების ბოიკოტირებას რევაზ არველაძე აპირებდა. გობეჯიშვილი გაათავისუფლეს, მის ნაცვლად კი ხმის უფლება "ქომაგთა ლიგის” ერთ-ერთმა დამფუძნებელმა ზურაბ პეტრიაშვილმა მიიღო.

შეგახსენებთ, რომ სფფ-ის პრეზიდენტის თანამდებობა ბოლოს ზვიად სიჭინავას ეკავა, რომელიც ვადაზე ადრე, არჩევნებამდე დაახლოებით ერთი თვით ადრე გადადგა, ვის მოვალეობასაც შემდეგ ვიცე-პრეზიდენტი ალექსანდრე ჩივაძე ასრულებდა.
მკითხველის კომენტარები / 13 /
უეფას ცარმომადგენელმა შეაფასა როგორც სამართლიანი არჩევნები, დანიშვნები და ჩაცკობები ადრე რომ იკო ისე არსად არხდებოდა
Unknown
04 ოქტომბერი 2015 13:24
0
საინტერესოა პეტრიაშვილმა ვის მისცა ხმა. ნებისმიერ შემთხვევაში, "გილოცავთ" მორიგ დანიშნულ პრეზიდენტს. ამისთვის იბრძოდით, ვინც ხმას "ოცნებას აძლევდით? არ მითხრათ ახლა, ყველაფერმა პატიოსნად და მთავრობის ჩარევის გარეშე ჩაიარაო. კობიაშვილი კი ... რბილად რომ ვთქვათ, საქართველო უკეთესს იმსახურებდა, თუნდაც ყაველაშვილს! კაცმა სიტყვა ვერ წარმოთქვა "აღელვებისგან"...
gio
04 ოქტომბერი 2015 11:20
0
გილოცავ ლევან! მაგარი ადამიანი ხარ წარმატებებს გისურვებ. როგორც ეხლა უყვარხარ ქართველ ხალხს გისურვებ ისე უყვარდე 4 წლის შემდეგაც. უფალი გფარავდეს ლევან.
nika
04 ოქტომბერი 2015 00:51
0
ვულოცვ კობის,ძალიან მიხარია შენი წარმატება იმედია ძალიან დიდხანს ვიქნები ასე გახარებული შენი წარმატებით,ეს წარმატება ასახულიყოს ქართული ფეხბურთის წაარმატებაში,მთავარი ეს არის.და მე მინდა ერთი რჩევა მოგცე:როგორ სუფთადაც იწყებ საქმიანობას ასევე სუფთად გააგრძელე,იმ შემთხვევაში თუ 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში ქართული ოცნების ალტერნატიული ხელისუფლება მოვა ქვეყნის სათავეში (იმედია ასეც იქნება) არავინ თქვას ლევანი ქოცების ფავორიტი იყოო და ბრალი არაფერ ცუდ საქმეში არ დაგდონ და როგორც პატიოსანი საფეხბრთო ჩინოსანი მათთვისაც საპატივცემლო იყო.და კიდევ,თუ რამე ზეწოლა იქნება ვინმეს მხრიდან,პირველ ყოვლისა ხელისუფლებას ვგულისხმობ იმის ძალა და უნარიც რომ შეგწევდეს ასეთ შემთხვევაში პროტესტის ნიშნად თანამდბობა დატოვო ისე როგორც პატიოსან ჩინოსანს შეეფერება.წარმატებებს გისურვებ და მიხარია შენი წარმატება,მე ამას ქართული ფეხბურთის გამარჯვებად აღვიქვამ,შენ დავალებული ხარ ჩვენს ცინაშე,გულშემატკივრის წინაშე და ვიცი შენთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანია. პატივისცემით :))))
Bacho
03 ოქტომბერი 2015 23:25
0
ვაი თკვენს პატრონს,ნაცების /// კიდე ცოცხლები ხართ,,... მოგენატრათ ესე ცააან,,,,,,გაუმარჯოს კობის
dato
03 ოქტომბერი 2015 22:40
0
მამულო სიტკვები შეარჩიე ოცნება თავის სიტყვას შეასრულებს.გაუმარჯოს კობის და ქართულ ფეხბურთს.
giorgi basiladze
03 ოქტომბერი 2015 22:38
0
არველაძეს რომ მოეგო რა ავყვავდებოდით?
saterobeli
03 ოქტომბერი 2015 22:21
0
Vიტომ რატომ არ უნდა შეასრულოს კობიმ დანაპირები ან რას უწუნებ ამ კაცს ? Aრველაძეებმა რა გაგიკეტეს ასეთი ?
zura
03 ოქტომბერი 2015 22:16
0
ძველმა სასტავმა ხომ ააკვავა კარტული ფეხბურტი
Unknown
03 ოქტომბერი 2015 21:47
0
კობი გილოცავთ ფეხბურტის გულშემატკირების უდიდესი ნაცილი ვინც ხვდება რომ ძირეული ცვლილებების გარეშე ჩვენი ფეხბურთი ჩიხიდან ვერ გამოვა, იმედია ჩვენ იმედებს გაამარტლებ!ცარმატებებს გისურვებთ
Unknown
03 ოქტომბერი 2015 21:38
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული