ფერნანდო იერო თბილისში ჩამოდის

AutoSharing Option
საფეხბურთო კლუბ "საბურთალოს" მოწვევითა და უცხოეთში მოღვაწე ბიზნესმენის ხელშეწყობით (რომელიც კლუბის ხელმძღვანელებთან მეგობრობს), რამდენიმე დღით თბილისს მსოფლიო ფეხბურთის ლეგენდა ფერნანდო იერო ესტუმრება.

კლუბის პრესსამსახურის ცნობით, მადრიდის "რეალისა" და ესპანეთის ნაკრების ყოფილი კაპიტანი თბილისურ კლუბს, მის ინფრასტრუქტურასა და მუშაობას გაეცნობა, 21 ოქტომბერს კი უეფას ახალგაზრდული ჩემპიონთა ლიგის მატჩს ("საბურთალო"-"მიდტიულანდი") დაესწრება. იგეგმება იეროს შეხვედრა მასმედიის წარმომადგენლებთანაც.

ეს ყველაფერი კახა ჭუმბურიძის მადრიდში ერთი თვის წინანდელი ვიზიტის შედეგია. "საბურთალოს" გენერალური დირექტორი "სამეფო კლუბის" ვეტერანს სწორედ მაშინ შეხვდა და იეროს საქართველოში ჩამოსვლის ამბავიც სწორედ ესპანეთის
დედაქალაქში გადაწყდა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული