ზუგდიდში უეფას სტანდარტების შესაბამისი სტადიონი აშენდება

AutoSharing Option
ზუგდიდში, კომბინატის დასახლებაში უეფას სტანდარტების შესაბამის ცენტრალურ საფეხბურთო სტადიონს შპს "დაგი" ააშენებს, ავრცელებს ინფორმაციას რადიო ათინათი.

სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, პრეტენდენტმა ყველა საჭირო დოკუმენტაცია წარადგინა და შესაბამისად გამარჯვებულიც ის გახდა. ქალაქის მერიასა და სამშენებლო კომპანიას შორის ხელშეკრულება 16 ნოემბრამდე უნდა გაფორმდეს. შესყიდვის ღირებულება 9 747 000 ლარს შეადგენს.

სტადიონის მშენებლობაზე მესამედ გამოცხადებულ ტენდერში მონაწილეობა ორმა კომპანიამ: შპს "ლიტომის წარმომადგენლობა საქართველოში" და შპს "დაგი" მიიღო.

საფეხბურთო სტადიონის მშენებლობაზე პირველად გამოცხადებულ ტენდერში ერთადერთი პრეტენდენტი - რუსეთში რეგისტრირებულმა კომპანია შპს "ლიტომ"- ი მონაწილეობდა.

ზუგდიდის
მერიამ აღნიშნულ კომპანიას მაშინ უარი არასრულყოფილი დოკუმენტაციის გამო უთხრა. მეორედ გამოცხადებულ ტენდერში კი არც ერთმა კომპანიამ არ მიიღო და შესაბამისად ტენდერი არ შედგა.

ზუგდიდში , უეფას სტანდარტების შესაბამისი ცენტრალური საფეხბურთო სტადიონი კომბინატის დასახლებაში უნდა აშენდეს.

სამშენებლო სამუშაოების შესრულება სამ ეტაპად განხორციელდება: პირველი ეტაპი 2015 წლის 10 დეკემბრამდე დასრულდება, მეორე ეტაპის დასრულება 2016 წლის 10 დეკემბრამდე იგეგმება, ხოლო მესამე ეტაპისა - 2017 წლის 30 სექტემბრამდე. სტადიონის მშენებლობა "თბილქალაქ პროექტმა" მოამზადა. მისი ღირებულება ჯამში 16 მლნ. ლარს შეადგენს.

წყარო: radioatinati.ge
მკითხველის კომენტარები / 10 /
ძალიან გთხოვთ დაანებეთ თავი ზოგ-ზოგებმა სისულელეების წერას თავი,ვის არ გაუხარდება საქართველოში სტადიონის აშენება,ასეთი რამ აფსურდია,ნეტა ყველა ქალაქში აშენდეს ევროდონის სტადიონი,ეს ყველას გაუხარდება,მაგრამ გაიხსენეთ ამ ბოლო წლებში რამდენი მაკეტი იყო წარმოდგენილი და რა აშენდა ერთი მაინც,აბოლებენ ხალხს და მეტი არაფერი,ხალხო სტადიონები დიდი ფუფუნებაა და მის აშენებას ფულის გარდა ცოდნა უნდა,სტადიონები კი არა ხელისუფლება ასფალტის ორმოებს ვერ ავსებს ე.ი მას ამისათვის კვალიფიკაცია არ ყოფნის და სტადიონებს ააშენებს,რა თქმა უნდა არა,ვისაც ტვინი აქვს ის ხვდება,რომ ეს ყველაფერი დაბოლეებაა და საარჩევნო ტრიუკი და მეტი არაფერი.
roma
14:23 11-11-2015
0
ასეთები საიდან მოდიან და რეალობიდან. რამდენი სტადიონის მაკეტი და პროექტი წარმოადგინეს ბოლო 5 წელიწადში და აშენდა რომელიმე ან გაკეთდა რამე მაკეტების და მშენებლობის დასრულების პროგნოზის გარდა?... სამწუხაროდ ლოგიკურია ეს პესიმიზმი და მწარე სიცილი თორე არა მგონია ამ კომენტარების ავტორებს რომელიმეს ეწყინოს რამის კეთება და შენება
irakli apkhaidze
12:39 10-11-2015
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული