ირაკლი კლიმიაშვილი "კრასნოდარს" დაემშვიდობა

AutoSharing Option
ირაკლი კლიმიაშვილი რამდენიმე დღის განმავლობაში რუსულ "კრასნოდარში" ისინჯებოდა და თითქოს პრემიერლიგაში ახალ გადასულ კლუბში დამკვიდრების შანსიც ჰქონდა, მაგრამ სამწუხაროდ, ტრანსფერი არ შედგა და ქართველმა ნახევარმცველმა კლუბი უკვე დატოვა. კლიმიაშვილმა ”კრასნოდარის" შემადგენლობაში ორი საკონტროლო მატჩი ჩაატარა ნიჟნი ნოვგოროდის ”ვოლგასა" და მოსკოვის ”დინამოს" წინააღმდეგ.

ჯერ უცნობია, ირაკლი ახლავე დაუბრუნდება ”ვიტ ჯორჯიას" თუ სეზონის განახლებამდე კიდევ სადმე შეეცდება დამკვიდრებას. ”კრასნოდარი" შეკრებაზე თურქულ ბელექშია და კლიმიაშვილიც იქ გასინჯეს, ”ვიტ ჯორჯია" კი სიდეშია და არ არის გამორიცხული, იგი ”ვეტერინარებს" იქვე დაუბრუნდეს.

”ვიტ ჯორჯიას" ხელმძღვანელობა თავის
ფეხბურთელებს სინჯებზე წასვლისას არასოდეს აბრკოლებს და კლიმიაშვილის სხვაგან გადასვლა ჯერაც არ უნდა გამოვრიცხოთ. ირაკლის კლუბთან მოქმედი კონტრაქტი აკავშირებს და მისი გაყიდვა ”ვიტ ჯორჯიას" ინტერესებში შედის.

შეგახსენებთ, საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების ერთ-ერთი ლიდერი და ეროვნულში რამდენიმე მატჩის ჩამტარებელი კლიმიაშვილი ყოველი სატრანსფერო ფანჯრისას ცდილობს კარიერის საზღვარგარეთ გაგრძელებას, მაგრამ საწადელს ჯერ ვერ მიაღწია. იმედია, სურვილს მალე აისრულებს.






.


მკითხველის კომენტარები / 2 /
კლიმო ჯერ ფეხბურთის თამაში ისწავლე და მერე იჩალიჩე.
ninia
20:51 30-01-2011
0
11111111111
ninia
20:53 30-01-2011
0

სიახლეები პოპულარული