"მაჭახელას" ფან-კლუბის წევრი: სიკვდილამდე ერთი დღით ადრე გუნდს წარმატება მოუტანა

AutoSharing Option
15 ნოემბერს, გამთენიისას, ხელვაჩაურის "მაჭახელას" 20 წლის ფეხბურთელი თენგიზ ფერსელიძე მოკლეს.

თენგო ფერსელიძე თბილისში დაიბადა. ის მოსკოვის პროსპექტზე ცხოვრობდა. დამთავრებული აქვს 124-ე საჯარო სკოლა. ფეხბურთით ბავშვობიდან იყო დაინტერესებული. მისი კარიერა "გაგრაში" დაიწყო, შემდეგ იყო ხელვაჩაურის "მაჭახელა".

საინფორმაციო პორტალი AMBEBI.GE "მაჭახელას" ფან-კლუბის წარმომადგენლობას დაუკავშირდა და თენგოს შესახებ ესაუბრა:

"თენგოს მრავლობითი სახის ჭრილობები მიაყენეს კისრის და გულის არეში. თენგო თბილისში იყო, მეგობრის დაბადების დღეზე. სიკვდილამდე ერთი დღით ადრე გუნდს წარმატება მოუტანა, 90-ე წუთზე გაიტანა და კიდევ ერთხელ დაგვამახსოვრა თავი. ძალიან კარგი ადამიანი
იყო, ყველას ძალიან გვიყვარდა. მიზეზებზე საუბარი, რა გახდა მკვლელობის მიზეზი, არ გვინდა, რადგან ზუსტად არაფერი ვიცით და არ გვინდა, ჩვენი ვერსია არ გამართლდეს საბოლოოდ".

მომზადებულია ambebi.ge-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 1 /
ნათელში იყოს მისი სული!
გიო
01:34 17-11-2015
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული