შპს "ხიდის" დამფუძნებელმა ფოთის სტადიონის რეაბილიტაციისთვის გამოყოფილი ნახევარი მილიონი მიითვისა

AutoSharing Option
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით სახელმწიფოს კუთვნილი დიდი ოდენობით თანხის მითვისების ფაქტზე შპს "ხიდის" დამფუძნებელი თეიმურაზ წივწივაძე დააკავა.

როგორც "ინტერპრესნიუსს" საგამოძიებო სამსახურიდან აცნობეს, აღნიშნულმა კომპანიამ სახელმწიფო შესყიდვის საფუძველზე ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტთან გააფორმა ხელშეკრულება, რომლის მიხედვითაც, შპს "ხიდს" უნდა მოეხდინა ქალაქში ცენტრალური საფეხბურთო სტადიონის რეაბილიტაცია და მისი ევროსტანდარტების დონეზე მოწყობა.

ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების მიუხედავად, კონტრაქტორმა კომპანიამ არ შეასრულა დაკისრებული მოვალეობა და მისმა დამფუძნებელმა თეიმურაზ წივწივაძემ მიითვისა სახელმწიფო ბიუჯეტის კუთვნილი, ნახევარ მილიონზე მეტი თანხა.

საქმეზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 182-ე
მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილით გრძელდება, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას შვიდიდან თერთმეტ წლამდე ვადით.

მომზადებულია "ინტერპრესნიუსის" მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 2 /
Allsport:
პატივცემულო ადმინ, როდის მერე დაიწყეთ სახელ და გვარებზე ცენზურა? როდის მერე იცავთ რეზის და დომენტის? მათზე გავაკეთე კომენტარი, თქვენ სახელები ამოიღეთ და ისე გამოაქვეყნეთ.
georgiano
18:48 19-11-2015
0
ბრავო ამ გადაწყვეტილების მიმღებს! როგორც იქნა ქართული ფეხბურთისთვის გამოყოფილი თანხის განადგურებისთვის ვიღაცა დაიჭირეს. ეს არ უნდა იყოს გამონაკლისი. ყველა უნდა დაიჭიროთ, ვინც ქართული ფეხბურთის ფული ჭამა ,,,,,,,
georgiano
16:24 19-11-2015
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული