ჯამარაულის კანდიდატურა რუსთავის "მეტალურგმა" წამოაყენა. ყრილობის 34 დელეგატიდან მას მხარი 30-მა დაუჭირა.
აქ ერთი კურიოზული ამბავიც მოხდა: ხმის დამთვლელი კომისიის წევრმა აღმასკომის ახალი წევრები რომ დაასახელა, ჯამარაული გამორჩა და ბოლოს დავით მუჯირმა შეახსენა - "ჯამარამ" ხომ საკმარისი ხმები
შემთხვევით არაფერი ხდება. ჯამარაულს არაერთხელ შეეძლო თბილ სავარძელში მოკალათება, მაგრამ არ ქნა. ის პრობლემებზე ყოველთვის ღიად ლაპარაკობდა.
"დიდი მადლობა დელეგატებს, ვინც მენდო და მხარი დამიჭირა. აღმასკომის წევრობა დიდი პასუხისმგებლობაა და ვეცდებით, ეს პასუხისმგებლობა ჩვენს თავზე ავიღოთ.
ბუნებრივია, მე წმინდა საფეხბურთო მიმართულებით ვიმუშავებ, მაგრამ ჯერ გამიჭირდება თქმა, კონკრეტულად რომელ სფეროში დავსაქმდები", - ამბობს ჯამარაული.
ცნობილია, რომ ის ლევან ყიფიანთან და მიხეილ ყაველაშვილთან ერთად "ჩვენი ფეხბურთის" დამფუძნებელია. არის თუ არა ეს კობიაშვილის მხრიდან ამ ფრთასთან გაერთიანებისკენ გადადგმული ნაბიჯი?
ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი ასე გვპასუხობს:
"რა თქმა უნდა, ჩვენ პატარა სამყარო ვართ და გახლეჩა არაფერს გვარგებს. ახლა მხარეებსა და ბანაკებზე ლაპარაკის დრო აღარ არის. ჩვენ ერთი ოჯახი უნდა ვიყოთ".
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
კობი დიდი იმედი გვაქვს ამ ისტორიულ-ტრადიციულ ქართულ პრობლემას აღმოფხვრი.