როგორც გაირკვა, ბოლო ოთხი წლის განმავლობაში ფიფას მოგებამ 3,4 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა, საიდანაც დიდი წილი სამხრეთაფრიკულ მუნდიალზე მოდის. იოზეფ ბლატერი აღმასკომის წინაშე ერთი ფრიად საინტერესო და მნიშვნელოვანი კანონპროექტითაც წარდგება - ფიფას პრეზიდენტს ორგანიზაციის ყოველი წევრი ქვეყნისთვის 300 ათასი ევროს გადარიცხვა სურს.
შეგახსენებთ, ყოველწლიურად ფიფა თავის წევრებს ფეხბურთის განვითარებისთვის 250 ათას ევროს უგზავნის.
ჯერჯერობით, უცნობია, 300 ათასამდე ეს ყოველწლიური დახმარება გაიზრდება თუ ამ თანხას ეროვნულ ფედერაციებს