თბილისის "დინამოს" ქომაგი ნიგერიიდან - ავტოგრაფებიანი ბურთი ICAO-ს ბოსისთვის

AutoSharing Option
თბილისის "დინამოს" ისტორიაში ყველაზე დიდი წარმატებიდან 34 წელი გავიდა. დღევანდელი ქართული ფეხბურთის მდგომარეობის ფონზე, ამის გახსენებაც ბევრს აღიზიანებს - მოკვდა ქართული ფეხბურთი და 100 წლის წინანდელი ამბებით ნუ შეგვჭამეთო...

...მაგრამ ის ქართული ფეხბურთი არა მხოლოდ საქართველოში გვახსოვს, არამედ, პოსტსაბჭოეთშიც და... ინგლისშიც კი. გაიხსენეთ, ბრიტანული "გარდიანის" 2015 წლის სექტემბრის სტატია, რომელშიც 70-80-იან წლებში ინგლისურ კლუბებთან თბილისის "დინამოს" წარმატებები გაიხსენეს. სტატიის ავტორი გრეგ მაკკრაგენი მაშინ ახალგაზრდა იყო, როცა "აპტონ პარკზე" ლონდონის "ვესტ ჰემისა" და თბილისის "დინამოს" თამაშს დაესწრო.

"იმ დღიდანვე გავხდი დინამოს"
ფანი, ისევე, როგორც სტადიონზე მყოფი "ჰამერების" ("ვესტ ჰემის" მეტსახელი) თითქმის ყველა გულშემატკივარი. მატჩის შემდეგ ტაშით გააცილეს უცნობი "სუპერმენები", რომლებმაც "ჰამერებს", მანამდე კი "ლივერპულს", ისეთი გაკვეთილები ჩაუტარეს, ეს მატჩები უეფამ მომავალი მწვრთნელების სასწავლო პროგრამაში უნდა შეიტანოს", - წერდა "გარდიანის" ჟურნალისტი.

საინტერესო იყო ამ წერილის კომენტარები, სადაც ერთ-ერთი ფანი ამბობს: "მე მანამდე მსგავსი არაფერი მენახა, თუ არ ჩავთვლი ბრაზილიელების თამაშს".

აღმოჩნდა, რომ მაშინდელ თბილისის "დინამოს" დიდი გულშემატკივარი სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (ICAO) საბჭოს პრეზიდენტიც ყოფილა.

ეს გახლავთ დოქტორ ბენარდ ალიუ, რომელიც ICAO-ს 2013 წლიდან თავკაცობს. 2005-13 წლებში ის ამ საბჭოში ნიგერიის წარმომადგენელი გახლდათ, ეკავა ვიცე-პრეზიდენტის, ტექნიკური თანამშრომლობისა და ფინანსური კომიტეტების თავმჯდომარის, სხვადასხვა სამუშაო ჯგუფების ხელმძღვანელის პოსტები. ჯამში, მას სამოქალაქო ავიაციაში 30-წლიანი გამოცდილება აქვს. ამავე დროს, არის ტექნიკურ მეცნიერებათა კანდიდატი, სამოქალაქო და კოსმოსური სამართლის განხრით კანადის მაკგილის უნივერსიტეტის კურსდამთავრებული.

მაგრამ ჩვენთვის მთავარი სულ სხვა რამაა - ბენარდ ალიუ არის ფეხბურთის დიდი გულშემატკივარი. საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ხელმძღვანელებთან შეხვედრების დროს, საქმეზე ლაპარაკის შემდეგ, მან არაერთხელ გაიხსენა თბილისის "დინამოს" ფეხბურთელები - დავით ყიფიანი, ალექსანდრე ჩივაძე, თენგიზ სულაქველიძე, ოთარ გაბელია, რამაზ შენგელია...

იცნობს უფრო ადრეულ და ქართული ფეხბურთის დამოუკიდებლობის შემდგომ ვარსკვლავებსაც. ბოლო შეხვედრაზე კი ქართველ კოლეგებს ძველი დანაპირები შეახსენა - იქნებ, დინამოელთა ავტოგრაფიანი ბურთი მაჩუქოთო...

Sportall.Geსაქმე ისაა, რომ 1978-83 წლებში ბენარდ ალიუ კიევის სამოქალაქო საავიაციო საინჟინრო ინსტიტუტში სწავლობდა. ანუ თბილისის "დინამო" მისი ზეობის პერიოდში გაიცნო და მას შემდეგ ქართული ფეხბურთის გულშემატკივარი გახდა.

მალე, კანადის ქალაქ მონრეალში სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციის კონგრესი გაიმართება, რომელშიც საქართველოს წარმომადგენლებიც მიიღებენ მონაწილეობას და ბატონ ალიუს შეპირებულ საჩუქარსაც გადასცემენ.

ისე, საინტერესოა, როგორ მოვახერხეთ, რომ ოდესღაც ცნობილი საფეხბურთო ქვეყანა დღევანდელ მდგომარეობამდე დავიყვანეთ? ასე თუ გავაგრძელებთ, იქნებ ძველი წარმატებებისაც, რითიც დღემდე ვიწონებთ თავს, აღარავინ დაიჯეროს...

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 2 /
როდის იყო საქართველო ცნობილი საფეხბურთო ქვეყანა? )) მაშინდელი დინამო იყო საბჭოთა ფეხბურთის წარმომადგენელი, პრაქტიკულად საქართველოს ნაკრები, რომელიც კლუბის სახელით თამაშობდა - საკლუბო ანომალია, როგორც ბევრი რამ მაშინდელ საბჭოეთში. ეს იმ თაობის წარმატებას, რა ტქმა უნდა, არ აკნინებს , თუმცა შეეშვით ამ თვითგვემასაც - ქართული ფეხბურთი იმ სიმაღლეებზე არასდროს ყოფილა, ის საბჭოთა ფეხბურთი იყო...
123
30 ნოემბერი 2015 10:05
0
ბ-ნო მერაბ! თქვენ შეკითხვაზე:ისე, საინტერესოა, როგორ მოვახერხეთ, რომ ოდესღაც ცნობილი საფეხბურთო ქვეყანა დღევანდელ მდგომარეობამდე დავიყვანეთ?

გიპასუხებთ: 1)თბილისი დინამოს მწვრთნელი ახერხებდა ცოდნის მუდმივად შევსებას.
2)მას ჰქონდა მეტი ინფორმაცია ვიდრე მის მოწინააღმდეგეს, ამიტომ გამატჯვების მეტი შანსიც ჰქონდა.
3)საქმეს სუფთა გულით აკეთებდა.
4)კარგად ერკვეოდა ქართველი ფეხბურთელის ფსიქოლოგიაში.
5)ნორმატივების ჩაბარებას ყოველთვის ითხოვდა.
გუჯა კახაძე
29 ნოემბერი 2015 15:06
0

სიახლეები პოპულარული