სფფ 25 წლის იუბილეს ფეხბურთის კვირეულით აღნიშნავს

AutoSharing Option
წელს საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია დაარსებიდან 25 წლის იუბილეს ფებურთის კვირეულით აღნიშნავს.

ფეხბურთი გვაერთიანებს - ფედერაციის მთავარი სლოგანია. სფფ პირველი ქართული ორგანიზაცია იყო, რომელიც საბჭოთა კავშირს გამოეყო და 1990 წლის 30 მარტს, საქართველოს ეროვნული ჩამპიონატის პირველი მატჩი ჩაატარა.

ფეხბურთი ყოველთვის განსხვავებული ასაკის, სქესის, რელიგიური კუთვნილებისა და ფიზიკური შესაძლებლობების ადამიანების გამაერთიანებელი სპორტის სახეობა იყო. სწორედ ამიტომ, წელს პირველად, ფეხბურთის ფედერაცია ყველა იმ ადამიანს გააერთიანებს და საფეხბურთო მოედანზე მოიწვევს, ვისაც ფეხბურთი განსაკუთრებულად უყვარს.

10 დეკემბერს, მსოფლიო ფეხბურთის დღეს, სახელმწიფო კანცელარიის წინ მდებარე მინი-მოედანზე,
ჩატარდება უპრეცედენტო საფეხბურთო მარათონი (დილის 9-დან საღამოს 9-მდე). 25 წლის იუბილესთან დაკავშირებით, 25 განსხვავებული პროფესიის წარმომადგენლები სიმბოლურად 25 მატჩს ჩაატარებენ.

საზოგადოებისათვის ცნობილი სახეები და რიგითი გულშემატკივრები სლოგანით "ფეხბურთი გვაერთიანებს" ითამაშებენ.

მარათონის მსვლელობისას გულშემატკივრებისთვის მოეწყობა სახალისო კონკურსები, გასართობი მუსიკალური ნომრები, შოუ "ფრისთაილი" ფეხბურთელების მონაწილეობით. მარათონის წამყვანი თემაა ჯანსაღი ცხოვრების წესი.

13 დეკემბერს, 18:00 საათზე კი "დინამო არენაზე" ქართული ფეხბურთის ვარსკვლავური შემადგენლობის გუნდი საქართველოს მთავრობისა და საკანონმდებლო ხელისუფლების წევრებისაგან დაკომპლექტებულ გუნდს დაუპირისპირდება.

საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია
ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული