მარკოს ინტერვიუმდე კი "დუკლას" კაპიტნის, მარტინ პოლიოვკას კომენტარსაც შემოგთავაზებთ: "შეიძლება, 0:3-ს არ ვიმსახურებდით, მაგრამ ფაქტია, რომ საქართველოში ძალიან ცუდად ვითამაშეთ და მარცხის ლოგიკურია. უამრავი შეცდომა დავუშვით, რაც "ზესტაფონის" ფეხბურთელებმა
- ელოდით, რომ "ზესტაფონი" ასე ძლიერად ითამაშებდა?
- თავიდანვე ვიცოდით, რომ საქმე ძლიერ მეტოქესთან გვექნებოდა, მაგრამ ასეთი შედეგი უპირველესად, ჩვენი ბრალია. პირველი გოლისას არ გაგვიმართლა, ხოლო ჩვენს კარში გატანილი მეორე ბურთი "დუკლას" მცველების შეცდომას მოჰყვა. მათ გოლის ავტორს სათანადო წინააღმდეგობა ვერ გაუწიეს. ამან ჩვენი ფეხბურთელები ფსიწოლოგიურად დათრგუნა და მათ შესაძლებლობების ნახევარიც ვერ განოიყენეს.
- "ზესტაფონის" შემადგენლობიდან ორი გოლი ჯაბა დვალმა გაიტანა.
- ასეთი დონის თავდამსხმელები სლოვაკეთის ჩემპიონატში არ თამაშობენ. "ზესტაფონს" მის გარდა, კიდევ რამდენიმე მაღალი დონის ფეხბურთელი ჰყავს, მაგრამ მაინც შეგვეძლო მათთვის მეტი წინააღმდეგობის გაწევა.
- უპირველეს ყოვლისა, რაში გვაჯობეს ქართველებმა?
- სლოვაკი ფეხბურთელები საზღვარგარეთ თამაშზე ოცნებობენ, მაგრამ მათი დიდი ნაწილი იმას ვერ აცნობიერებს, რომ ჯერ სლოვაკურ კლუბებში უნდა გამოიჩინონ თავი და მხოლოდ ამის შემდეგ გაეხსნებათ გზა უცხოეთისკენ. ასე რომ, მარცხის უპირველეს მიზეზად პროფესიონალიზმის ნაკლებობას დავასახელებდი.
- აქვს "დუკლას" სამბურთიანი ჩამორჩენის აღმოფხვრის შანსი?
- "ზესტაფონი" ძლიერი მეტოქეა და პირველ შეხვედრაში სოლიდური გამარჯვებით შემდეგი ეტაპისკენ დიდი ნაბიჯიც გადადგა, მაგრამ უშანსოდ მაინც არ ვართ. განმეორებით მატჩში აგრესიულ და შემტევ ფეხბურთს ვითამაშებთ და მომდევნო რაუნდში გასასვლელად ბოლომდე ვიბრძოლებთ.