პროტესტი... სიმღერით! - გლდანის მინისტადიონის დასაცავად აქცია იგეგმება

AutoSharing Option
გულშემატკივრები და საფეხბურთო საზოგადოება გვიან, მაგრამ მაინც გამოცოცხლდა. "ოლიმპის" სტადიონის გარშემო დაწყებული ბრძოლა სწორედ საზოგადოების გამოფხიზლების ნიშანი იყო...

ხალხი გლდანში (გლდანის I მ/რ-ის მე-10 კორპუსი) არსებული მინისტადიონის შენარჩუნებასაც ცდილობს. ამ დიდ დასახლებაში სპორტული მოედნების ნაკლებობაა და ეს მინიმოედანი გამონაკლისია. მაგრამ წლების წინათ, ტერიტორია კერძო მესაკუთრეს გადაეცა, რომელმაც მაღაზია ააშენა, ახლა კი მოედნის აღება და იქ კორპუსის ჩადგმა სურს.

ამან ხალხის პროტესტი გამოიწვია. განსაკუთრებით, საქართველოს ეროვნული ნაკრების ყოფილი მცველი კახა ალადაშვილი აქტიურობს. მან "ჯვაროსნების" სხვა ყოფილი და დღევანდელი წევრ-კანდიდატებიც აიყოლია -
ოთარ მარცვალაძე, დავით კვირკველია, ლაშა სალუქვაძე, ალექსანდრე იაშვილი, გიორგი ილურიძე
...

ალადაშვილი ამასაც არ დასჯერდა, საზოგადოებრივი მოძრაობა - "დავიცვათ ხალხის უფლებები" - ჩამოაყალიბა და სტადიონის დასაცავად ცნობადი სახეებიც შემოიკრიბა. მან ეს "ლელოსთან" საგანგებო განცხადებაში გაამხილა.

"კვირას, 10 იანვარს, 13 საათზე, ჩვენს მინისტადიონზე გაიმართება სოლიდარობის კონცერტი. მასში მონაწილეობას მიიღებენ ნოდიკო ტატიშვილი, გიო ხუციშვილი, გიორგი სუხიტაშვილი და სხვა ცნობილი სახეები.

ჩვენი სტადიონის პრობლემა გულთან ახლოს მიიტანეს ისეთმა ადამიანებმა, რომელთაც ჩვენს უბანთან არანაირი კავშირი არ აქვთ. მათ ჩვენი თანადადგომა სურთ და თავისებურად გამოხატავენ პროტესტს ამ უკანონობასთან დაკავშირებით - სტადიონის ნაცვლად კორპუსის აშენება მომავალ თაობებს ბავშვობას წაართმევს.

უბრალოდ, ჩვენი ვალიცაა, კვირას სტადიონზე შევიკრიბოთ და ხმამაღლა დავაფიქსიროთ ჩვენი აზრი. იქნებ, ეს პროტესტი ყველამ გაიგოს და შეისმინოს", - ამბობს ალადაშვილი.

ძალიანაც კარგი, რომ სტადიონების შენარჩუნების პროცესში ფეხბურთელები გააქტიურდნენ. თბილისში უკვე დაკარგულია 25 სტანდარტული მოედანი და საფეხბურთო სკოლა. ეს დამღუპველი პროცესი უნდა შეჩერდეს... თუმცა დიდი ხნით ადრე უნდა შეჩერებულიყო.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 6 /
ვინც სტადიონებსა და საერთოდ სპორტულ ნაგებობებს ანადგურებს ...
მურთაზი
17:38 10-01-2016
0
კარგია რო ვიცავთ მოედნებს ეხლა გაათმაგებული შრომა ჩადეთ ვარჯიშში კომპიუტერთან ჯდომას ჯობია ის გაქსუებულები რო ხედავენ მაიც არავის უნდა ფეხბურთი იმიტომ ბედავენ ბავშვებო მარტო 2 საათი კი არა დილიდან საღამომდე ივარჯიშეთ
dato
11:00 10-01-2016
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული