”დინამო” ”ოსიეკს” დაუზავდა

AutoSharing Option
თბილისის "დინამომ" თურქულ შეკრებაზე ამხანაგური მატჩი გამართა ხორვატულ "ოსიეკთან", მატჩი ფრედ 2:2 დასრულდა. დინამოელთაგან გოლები 411 წუთზე კაშიამ (კახელიშვილის პასით )და რობერტინიომ (კოშკაძის პასით გაიტანეს).

"ოსიეკთან" მატჩში "დინამომ" ამ შემადგენლობით ითამაშა: ლორია. ციმაკურიძე(46-კაკუბავა), კვარაცხელია(46-თომაშვილი), გლელე(73-ოთარაშვილი), მაროვიჩი(46-ჰომოლა), კაშია(62-თექთურმანიძე), ედნილსონი(46-ფირცხალავა), კვეკვესკირი, კახელიშვილი(46-რობერტინიო), კოშკაძე(79-ლექვთაძე), ტატანაშვილი(67-სიხარულიძე).

ჩეხ სინჯი ჰომოლასთან ერთად მატჩში მონაწილეობა მიიღო სინჯებზე მყოფმა 24 წლის ფრანგმა მცველმა ჯონ გლელემ, რომლის ბოლო კლუბიც კვიპროსის "არისი ლიმასოლი" გახლდათ.


მომზადებულია fcdinamo.ge-ს მიხედვით





.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული