ქართული ოთხეული მსოფლიოს ოთხასეულში

AutoSharing Option
მსოფლიო ფეხბურთის ისტორიისა და სტატისტიკის საერთაშორისო ფედერაციამ მორიგი საკლუბო რეიტინგი გამოაქვეყნა, რომელშიც მსოფლიოს 400 კლუბია შესული, აქედან ოთხი ქართულია.

საქართველოდან საუკეთესო პოზიცია თბილისის "დინამოს" უკავია. ჩვენი ქვეყნის მრავალგზის ჩემპიონი წინა თვესთან შედარებით ექვსი საფეხურით დაქვეითდა და დღეისთვის 127-ე ადგილზეა; "დინამოს" მოსდევს "ზესტაფონი", რომელსაც ერთადგილიანი პროგრესი აქვს და 212-ე პოზიციაზეა; "ვიტ ჯორჯია" 325-ედან 357-ემდე დაეშვა, საქართველოს მოქმედმა ჩემპიონმა რუსთავის "ოლიმპმა" კი 373-ედან 366-ე ადგილზე აინაცვლა.

რეიტინგს კვლავაც ევროპის ჩემპიონთა ლიგის მოქმედი გამარჯვებული, მილანის "ინტერი" ლიდერობს, მას "ბარსელონა" მოსდევს, რომელმაც მიუნხენის "ბაიერნს"
ადგილი გაუცვალა. საუკეთესო ათეულში რვა ევროპული და ორიც სამხრეთამერიკული კლუბი მოხვდა.

რეიტინგის საუკეთესო ათეული ასე გამოიყურება: 1. ინტერი (იტალია), 2. ბარსელონა (ესპანეთი), 3. ბაიერნი (გერმანია), 4. რეალი (ესპანეთი), 5. ლივერპული (ინგლისი), 6-7. ინტერნასიონალი (ბრაზილია), ესტუდიანტესი (არგენტინა), 8. პორტუ (პორტუგალია), 9-10. მანჩესტერ იუნაიტედი (ინგლისი), ატლეტიკო (ესპანეთი).





.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული