ს.კ. "ზუგდიდის" განცხადება კოსოვოს გუნდთან მატჩის შესახებ

AutoSharing Option
თურქეთში შეკრებაზე მყოფი ს.კ. "ზუგდიდი" ეხმაურება, იმ ინფორმაციას, რომელიც მედიის საშუალებით გავრცელდა.


ს.კ. "ზუგდიდი" ადასტურებს, რომ თურქეთში შეკრებაზე, ამხანაგური მატჩი გამართა, კოსოვოს საფეხბურთო კლუბ "ფერონიკელთან", აქედან გამომდინარე ავრცელებს განცხადებას:

"ამ შეხვედრის დაგეგმვის ორგანიზატორებმა და უპირველეს ყოვლისა ჩვენ, არ მივაქციეთ ყურადღება პოლიტიკურ მხარეს, კერძოდ იმას, რომ კოსოვოს რესპუბლიკა, არ არის საქართველოს მიერ აღიარებული ქვეყანა და ჩვენ, მხოლოდ სპორტული პრინციპით ვიმოქმედეთ. მართალია, კოსოვოს რესპუბლიკა აღიარებული ჰყავს,
საქართველოს მთავარ პარტნიორ ქვეყნებს, როგორიცაა, ა.შ.შ, დიდი ბრიტანეთი, გერმანია, საფრანგეთი და ევროკავშირის სხვა ქვეყნები - სულ ასზე მეტ სახელმწიფოს. მიუხედავად ამისა, ვაღიარებთ, რომ ს.კ. "ზუგდიდი"-ს მხრიდან მოხდა პოლიტიკური საკითხისადმი ყურადღების მოდუნება, რის გამოც ვიხდით ბოდიშს".

მომზადებულია fczugdidi.ge-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 14 /
ვინც ეს თამაში "გაჩარხა", ფეხბურთიდან სამუდამო დისკვალიფიკაციით უნდა დასაჯონ, ხოლო ზუგდიდი უნდა მოიკვეთოს უმაღლესი ლიგიდან და დაქვეიტდეს მე–2 ლიგაში.
anti rusi
08 თებერვალი 2016 11:08
0
ჰოდა, ახლა მოგადუნებენ
+_)
08 თებერვალი 2016 07:48
0
სირცხვილი ზუგდიდის სამცვრტნელო ნარკომან სჰტაბს
Manoni
07 თებერვალი 2016 23:18
0
ეგ თამაში ხო სამარცხვინო იყო, ცხვრები ხო არ ხართ ბოლო ბოლო, და განცხადებაც სამარცხვინო. უარესია ზუგდიდის პრობლემა არ არის ეს მარტო, ბევრს აქვს ცვენში გონება და ღირსება დაბინდული. გაგანია ომში რესტორანში რო იჯდება ხალხი, ეს აღარ უნდა გვიკვირდეს.
რეზო
07 თებერვალი 2016 23:00
0
თვითონ ზუგდიდელი ვარ და მაგრად მიტყდება,ასეთი დებილები როგორ არიან მტელი გუნდი მწვრთნელიან მოთამაშეებიანად?! ერთმა არ იცოდა ორმა მაგრამ არავინ არ იცოდა?! უნდა დაქვეითდეს ბოლო ლიგამდე,მწვრთნელებს უეჭველი დისკვალიფიკაცია, და ფეხბურთის ფედერაციამაც პასუხი უნდა აგოს.რეგვენები
დავითი
07 თებერვალი 2016 21:06
0
.... advokati kanoni ar icis
oto
07 თებერვალი 2016 18:49
0
რა თქმა უნდა არ უნდა ეთამაშათ, მითუმეტეს, ზუგდიდის გუნდს, რომლის მხრებზეც გადაიარა და გადადის ამ კონფლიქტის სიმძიმე...კოსოვოს შემდეგ გვეტირა ჩვენ ყოფა, კოსოვოს აღიარებით გათამამდა რუსეთი და აღიარა აფხაზეთი და სამაჩაბლო..ამერიკამ კოსოვოს სახით დაუშვა პრეცენდენტი და აგვისტოს ომიც მივიღეთ..გამართლება არა აქვს ზუგდიდის გუნდს...
ნანა
07 თებერვალი 2016 17:57
0
სფფ ჯერჯერობით ვერ დგას ფეხზე.კვალიფიციური კადრები და იურისტების(ქვა,რომ ააგდო იურისტს დაეცემა თავში) დეფიციტი აქვთ,როგორც გარედან სჩანს.ასეთი შეცდომები
vaxvax
07 თებერვალი 2016 15:47
0
უნდა დაქვეითდეს პირველ ლიგაში,ხელძღვანელებს სამუდამო დისკვალიფიკაცია!
თორნიკე
07 თებერვალი 2016 15:20
0
კოსოვო აშშ-მა, რომ აღიარა, იმის მერე დაიწყო მთელი რიგი არეულობები ევროპაში. მაშინ არ ამოუღიათ ხმა ჩვენს თვითმარქვია ექსპერტებს და ეხლა ს. კ. "ზუგდიდს" დაეტაკნენ.
tngh
07 თებერვალი 2016 14:47
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული