უცნობი ისტორია: ჯეიმი ვარდის თბილისის "დინამოში" უნდა ეთამაშა!

AutoSharing Option
"ოთხშაბათის საკითხავში" გვეწერა, რომ ინგლისის ეროვნული ნაკრებისა და პრემიერლიგის ლიდერ "ლესტერის" 29 წლის ფორვარდი ჯეიმი ვარდი, თავის დროზე, კინაღამ საქართველოში, კერძოდ, თბილისის "დინამოში" აღმოჩნდა.

ამის თაობაზე გვესაუბრება მენეჯერი ირაკლი ხვედელიანი, ვინც მაშინ "დინამოში" მუშაობდა, ოღონდ არა მენეჯერის თანამდებობაზე...

"ლაპარაკია 2011/12 წლების სეზონზე. მაშინ ვარდი ინგლისის რანგით მეხუთე ლიგის "ფლიტვუდში" თამაშობდა და იმ სეზონში დიდებული სტატისტიკა ჰქონდა - 36 მატჩში 31 გოლი! ინგლისის თასზე კი 6 შეხვედრაში 3 გოლი შეაგდო. რაც ყველაზე უფრო საყურადღებოა, გაუტანა რანგით მაღალი ლიგის კლუბებს...

იმ პერიოდში
თბილისის "დინამოში" ვმუშაობდი. ჩემს უშუალო მოვალეობაში არ შედიოდა ფეხბურთელების ტრანსფერებზე ზრუნვა და სრული პასუხისმგებლობით უნდა ვთქვა, რომ საკუთარი აზრი თავზე არასდროს არავისთვის მომიხვევია. მით უმეტეს, საქმე ეხებოდა ყველასთვის აბსოლუტურად უცნობ მოთამაშეს...

უბრალოდ, ვთქვი, რომ არის ასეთი და ასეთი მოთამაშე, მავანი ჯეიმი ვარდი და მას ეხერხება გოლების გატანა. ეს იყო და ეს. გავიხსენოთ, რომ "დინამოში" მაშინ ეგრეთ წოდებული გამტანი ფორვარდის პრობლემა იდგა...

იმ ადამიანის სახელს და გვარს არ დავასახელებ, მაშინაც "დინამოში" მუშაობდა და ახლაც საკმაოდ მაღალ თანამდებობაზეა. მან მითხრა - მეხუთე ლიგაში მოთამაშე ფეხბურთელი როგორ უნდა გამოგვადგესო?! რომ გავივლიდი და დამინახავდა, "ვარდი, ვარდიო", ხუმრობით მომაძახებდა ხოლმე...

მიმაჩნია, რომ ვარდი, რომელიც მაშინ 24 წლის იყო, "დინამოში" თამაშს სიამოვნებით დათანხმდებოდა. თანაც, მის წინ იყო ევროტურნირების პერსპექტივა...

ამ ამბებიდან ცოტა ხანში ერთ-ერთ ფორუმზე შევედი, სადაც მენეჯერები ამა თუ იმ ფეხბურთელზე ერთმანეთს აზრებს უზიარებდნენ, მსჯელობდნენ...

ვარდის თაობაზე ჩემი აზრიც დავწერე და აღვნიშნე - კარგი ფეხბურთელია-მეთქი. უცებ ვიღაცამ მომწერა - თუ გექნებათ ამ ფეხბურთელის მიმართ ინტერესი, შეგიძლიათ დამიკავშირდეთო. იქვე მივწერე - არ მაქვს არანაირი ინტერესი, უბრალოდ, ჩემი აზრი დავაფიქსირე-მეთქი...

როგორც დრომ აჩვენა, არ შევმცდარვარ. უკვე შემდეგ სეზონში ვარდი მივიდა "ლესტერში", რომელიც მაშინ ჩემპიონშიფში თამაშობდა. ერთი სეზონი მას ახალ გუნდთან ადაპტაციისთვის დასჭირდა. მერე პრემიერლიგაში 5 გოლი შეაგდო, ხოლო ამ სეზონში რასაც შვრება, ყველა ერთად ვხედავთ...

არადა, მაშინ, "ფლიტვუდში" ყოფნისას, ვარდის ღირებულება 50 ათასი ევრო იყო. დღეს რა ფასი აქვს ინგლისის ნაკრების ძირითად შემტევს, ამას ჩემი შეხსენება აღარ სჭირდება. განსხვავება მართლაც რომ ასტრონომიულია...

ისე, ახლა რომ ვფიქრობ, საქართველოში ჩამოუსვლელობამ ვარდის კარიერა აშკარად გადაარჩინა. არ მგონია, ჩვენი ჩემპიონატიდან ის ინგლისის პრემიერლიგის რომელიმე ლიდერში, თუნდაც დღევანდელ "ლესტერში" გადასულიყო და, შესაბამისად, ვერც ინგლისის ნაკრებში მოხვდებოდა", - გვითხრა ირაკლი ხვედელიანმა.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 31 /
ალექს ხოარ ჩამოკარი? :D
nikoloz ergemlidze
04 ივნისი 2016 21:58
1
ვარდი არა მიხაკი კიდე! :) უორდია გვარი, ან უარდ მაინც დაუძახეთ, ბოლოსდაბოლოს.
realoba
12 თებერვალი 2016 18:34
1
ბ-ნ ირაკლი ხვედელიანს! ქართველ მენეჯერებს, სელექციონერებს და აგენტებს უკვე 12 წელია ვთავაზობ დაუღლელად სირბილის და კარში დამიზნებით დარტყმის 52 დღიან მეთოდიკას, რომელიც დაუჯერებლად სწრაფ შედეგებს იძლევა და ასე სჭირდება ქართულ ფეხბურთს, მაგრამ მპასუხობენ - ასეთი შედეგის ასე მოკლე დროში მიღწევა შეუძლებელია.

თუ სურვილი გექნებათ შემიძლია გაჩვენოთ ჩემი ვარჯიში და განგიმარტოთ თუ რატომ არის შედეგი ასეთი სწრაფი. შედეგში დარწმუნების შემდეგ, თქვენი მხროდან კი იქნებ გამცეთ პასუხი შეკითხვაზე: რატომ არ იყენებენ ქართულ ფეხბურთში?

ლაპარაკია "ფიზმომზადება დატვირთვის გარეშე 47+5" მეთოდიკაზე, რომელიც წარმატებით აითვისეს და გამოიყენეს შემდეგმა ფეხბურთელებმა: კახი კალაძე, დავით მუჯირი, გიორგი ნავალოვსკი, სანდრო კობახიძე, თედო გრიგალაშვილი, დავით დარციმელია და სხვ.

პატივისცემით გუჯა კახაძე
სირბილის სწავლების ცენტრი
12 თებერვალი 2016 12:34
0
Darko
"და მოიცათ, ეხლა აქ ამ ჩასვრილ ცოდო ქვეყანაში უნდა ჩამოსულიყო და თავისი ნამდვილი მომავალი არ ენახა? ვარდი კიარა ძროხებს მიხედეთ მინდვრებზე რო დაგირბით."

გეთამხმები!
Gigi
12 თებერვალი 2016 11:23
0
და თქვენ გგონიათ ვარდი თუნდაც ინგლისის მე-5 ლიგიდან სიამოვნებით გამოიქცეოდა დინამოში?? იცოდა საითკენაც მიისწრაფვოდა და ქონდა მიზანი რაც შეასრულა. ქართველ ფეხბურთელებს კი არ გავს სადაც 2 ლარით მეტს სთავაზობენ იქ რო გარბიან
emre
12 თებერვალი 2016 10:48
0
ვახო მერე რა რომ ვერ მოიგო ცუდი ფეხბურთელები იყვნენ????
vaxos
11 თებერვალი 2016 20:24
0
კიდევ კარგი რომ ან მესი და ან სუარესი რომ არ ახსენეთ
levi
11 თებერვალი 2016 20:02
0
ჯერარდის და ლამპარდის თაობამ ვერ მოიგო ტიტული, დღევანდელი ნაკრები კი საკვალიფიკაციო ეტაპიდან მხოლოდ სუსტი მეტოქების გამო გადის სულ სანმარინოს ან ლიხტენშტეინს ხვტებიან ჯგუფში
ვახო
11 თებერვალი 2016 19:49
0
ზღაპრებს მორჩით რა! ერთი ინგლისელი მითხარით საქართველოში ჩამოსულიყო გინდა 5 დივიზიონიდან
ბურუსა
11 თებერვალი 2016 19:26
0
ინგლისის ნაკრებს ინგლისური პრესა უწევს "დათვურ სამსახურს", მუდმივად წერენ რომ ინგლისელი ფეხბურთელები საუკეთესოები არიან, რომ ინგლისი ფავორიტია, რომ თეო უოლკოტი ყველაზე ნიჭიერი ახალგზარდაა, რიო ფერდინანდი მსოფლიოს საუკეთესო მცველი... ეს უარყოფითად მოქმედებს ფეხბურთელებზე, რადგან გონიათ რომ მაღტლა საუკეთესოები არიან, მაგრამ მიდიან მსოფლიოსა და ევროპაზე და იქ ხვდებიან რომ კიდევ ბევრი უკლიათ საუკეთესოობამდე
levan
11 თებერვალი 2016 18:51
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული