SOS: გადავარჩინოთ აკაკი დევაძე!

AutoSharing Option
გულშემატკივრებისთვის ძალიან მძიმედ გასაგები ამბავია - კაკო დევაძე უმძიმეს მდგომარეობაშია!

დამოუკიდებელი ქართული ფეხბურთის ერთ-ერთი გამორჩეული მეკარე საქართველოს ეროვნული ნაკრების კარს წლების განმავლობაში იცავდა. თავი იმითაც დაგვამახსოვრა, რომ ფეხბურთს ნაადრევად შეეშვა და 3-წლიანი პაუზის შემდეგ ფეხბურთს და ეროვნულ ნაკრებს დაუბრუნდა.

ის ქართველ მეკარეთა შორის პირველი იყო, საქართველოს საუკეთესო ფეხბურთელად რომ (1995) დაასახელეს და ჩვენს სიყვარულსა და აღტაცებას იწვევდა.

მაგრამ დევაძე, რომელმაც სამჯერ გადაიტანა კლინიკური სიკვდილი, ახლა ისევ უმძიმეს მდგომარეობაშია: საქმე ისაა, რომ წლების წინ ღვიძლის გამო ჯანმრთელობა ძალიან შეერყა. იმკურნალა და
ბოლო წლებში, საქართველოს ასაკობრივ ნაკრებებსა და მეორე ლიგის "ვარკეთილის" მეკარეთა მწვრთნელად მუშაობდა.

სამწუხაროდ, 2015 წლის ოქტომბრიდან კაკოს მდგომარეობა ისევ გაუარესდა. თურქეთში, კლინიკაში სტუმრობის შემდეგ ექიმის დასკვნა გააცნეს, სადაც წერია, რომ გადასარჩენად სასწრაფოდ ესაჭიროება ღვიძლის ოპერაცია და ადგილზე 3-თვიანი რეაბილიტაციის კურსის გავლა.

ოპერაცია 70 ათასი დოლარი ჯდება, რეაბილიტაცია და წინასაოპერაციო ყველა ანალიზი - 10 ათასი დოლარი, ამას ემატება დონორის თანხა.

დახმარება თითოეულ ჩვენგანს შეუძლია, ზოგს ლარით, ზოგს კი - 100 ათასი დოლარით.

ტელეფონები:
5-93-956330
5-79-677447
5-55-445913


საქართველოს ბანკის კოდი BAGAGE 22
მიმღების ანგარიშის ნომერი GE52BG0000000692294500
მკითხველის კომენტარები / 15 /
ანუ ანგარიშის ნომერი გასასწორებელია? საქართველოს ბანკში აკაკი დევაძის დაბადების თარიღი და პირადობის მოწმობის ნომერი რომ ვუთხრათ ოპერატორს ვერ ჩარიცხავს? მოკლედ გაასწორეთ რაც გასასწორებელია და ქუდზე კაცი, თუნდაც 5 და 10 ლარიც უძვირფასესია!!!
irakli Apkhaidze
09 მარტი 2016 13:03
0
ძვირფასო მეგობრებო! ანგარიშის ნომერთან დაკავშირებით მინდა გითხრათ, რომ გუშინ კაკოს ველაპარაკე და ამიხსნა.ყველაფერთან ერთად უნდაა მიეთითოს რომ აკაკი დევაძის ანგარიშია და ჩაირიცხება უპრობლემოთ.
ბადრი
09 მარტი 2016 11:12
0
ვისაც ფეხბურთი უყვარს, ყველამ უნდა ჩათვალოს, რომ აკაკის ვალი აქვს, ვალი რომელიც მას არასოდეს მოუთხოვია, მაგრამ ეხლა ყველა ვალდებულია ეს ვალი დაუბრუნოს.თუ ადამიანი ხარ, თუ ქართველი ხარ და თუ მკერდში გულის ნაცვლად ქვა არ გიდევს, უპასუხე სამშობლოსათვის გაღებულ უანგარო სიკეთეს სიკეთით.
შალვა73
08 მარტი 2016 16:34
0
ანგარიშის ნომერს რომ ვწერ მიმღებს არ სვავს გრაფასჰი და ვერ ვრიცხავ..
achi
22 თებერვალი 2016 12:14
0
ბოლო წლებში საქართველოში თუ ვინმე გამორჩეული ფეხბურთელი ყოფილა ყველას უთამაშია ამ კაცთან ერთად, ფეხბურთელებო გაერთიანდით და გადაარჩინეთ ეს კაცი თქვენთვის ეს ის თანხა არაა რომ ვერ შეაგროვოთ, არ მიატოვოთ განსაცდელში ეს კაცი!
123
22 თებერვალი 2016 12:01
0
ანგარიშის ნომერი არასწორად გიწერიათ, ერთი სიმბოლო აკლია
Giorgi
22 თებერვალი 2016 10:57
0
იმედი მაქვს საჭირო თანხა შეგროვდება... კარგი კაცია, ღმერთმა გამძლეობა მისცეს.

პ.ს. კალა, სანამ ფეხბურთელი იყო, არავის არაფერს უშავებდა... დღეს კრიმინალთან ასოცირდება. ტიპიური რვაფეხაა.
გიო
22 თებერვალი 2016 10:29
0
ადმინ - ანგარიშის ნომერი ცუდად წერია და იქნებ გაასწოროთ. ერთი ციფრი აკლია და შესაბამისად არ ირიცხება თანხა
მირიანი
22 თებერვალი 2016 10:13
0
შეეშვით რა ამ კალაძეს,რას უყოფთ ჯიბეში ხელს,რომელს მოგპარათ?ხელფასს არ იღებს და თავისი შრომით შეიქმნა დოვლათი.ეს უუნარო,გამწარებული პროლეტარიატი როგორ ყარს!კაპიკის გაღება რო ეზარებათ ,ან რა აქვთ უპოვართ?კომპიუტერს ამოფარებულნი სხვის კრიტიკაში ძღებიან
gio
22 თებერვალი 2016 00:50
0
ანგარიშის ნომერი გაასწორეთ!
armazi
21 თებერვალი 2016 23:34
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული