აკაკი დევაძე: მადლობა კობის, გახოკიძეს და ყველას!..

AutoSharing Option
მადლობა ღმერთს, ადამიანებში თანადგომის გრძნობა არსებობს და ამით ბევრი გადარჩენილა. იმედია, ასევე მოხდება აკაკი დევაძის შემთხვევაში.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრების ყოფილი მეკარე სტამბოლში წარმატებით ჩატარებული ღვიძლის ოპერაციის შემდეგ კლინიკიდან უფულობის გამო გამოუშვეს და რეაბილიტაციის კურსის დაწყება სათუო გაუხდა.

- აღარ შემიძლია, მოსახდენი მოხდეს!.. აკაკი დევაძე თურქული კლინიკიდან გამოაგდეს

საბედნიეროდ, დევაძის ამბავი ბევრმა ადამიანმა გულთან ახლოს მიიტანა და ფულის ნაწილიც გაიღო, კლინიკაში რომ დააბრუნონ და რეაბილიტაციის კურსი გააგრძელოს - ამის შესახებ თავად კაკო დევაძემ გვაცნობა.

"როცა კლინიკიდან ჩემი გამოგდების ამბავი გავრცელდა,
ხალხმა ბევრი ცნობილი სახის ლანძღვა დაიწყო. არადა, ეს ადამიანები ყოველთვის გვერდით მედგნენ და მათი მადლიერი ვარ.

გთხოვთ, დაწეროთ, რომ დამეხმარა ლევან კობიაშვილი და ჩემთვის ფული პირადად შეაგროვა. გოგა გახოკიძე ახლაც გამორჩეულად უნდა ვახსენო, რომელმაც ფული გამომიგზავნა.

გთხოვთ, უდიდესი მადლობა გადასცეთ სპორტის სამინისტროს თანამშრომელს, სოფო ჩაკვეტაძეს, რომელიც ყოველდღე მიკავშირდებოდა. ვიცი, რომ ჩემი ბედით მინისტრიც იყო შეწუხებული.

მადლობა ღმერთს, ბევრი ღვთისნიერი ადამიანი გამოჩნდა. იმედია, ღმერთის და ამ ხალხის დახმარებით, საქართველოში ჯანმრთელი დავბრუნდები", - გვითხრა დევაძემ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 5 /
მადლობა მადლობად ჩემო კაკო,(ღმერთმა სიკეთით გადმოგხედოს, ამას იმსახურებ) მაგრამ სანამ სტამბოლის ქუჩაში არ დაიდგი საწოლი იგივე კობიმ, კალამ და ა.შ. არ იცოდმენ შენი გასაჭირი? ეგ ამბავი ინტერნეტში არც უნდა გამოეტანათ ისე უნდა გაეკეთებინათ სიკეთე. მაგრამ ეგენიც არჩევნებს ელოდებოდნენ..ეეჰ..
azazelo
02:27 19-08-2016
0
ინტერნეტით ადამიანის უპრაგონოდ ლანძღვა და გინება მიხუინას დროინდელი დატოვებული ავადმყოფობაა.დდ ურაპატრიოტობა და სხვისი ლანძრვა მაშვინ მაგრად იყო მოდაში, და ზოგიერთი ამით სერიოზულ ფინანსურ შემოსავალსაც კი ღებულობდა.
quTaiseli
18:40 18-08-2016
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული