დამოუკიდებელი ქართული ფეხბურთის ერთ-ერთი გამორჩეული მეკარე საქართველოს ეროვნული ნაკრების კარს წლების განმავლობაში იცავდა. თავი იმითაც დაგვამახსოვრა, რომ ფეხბურთს ნაადრევად შეეშვა და 3-წლიანი პაუზის შემდეგ ფეხბურთს და ეროვნულ ნაკრებს დაუბრუნდა.
ის ქართველ მეკარეთა შორის პირველი იყო, საქართველოს საუკეთესო ფეხბურთელად რომ (1995) დაასახელეს და ჩვენს სიყვარულსა და აღტაცებას იწვევდა.
მაგრამ დევაძე, რომელმაც სამჯერ გადაიტანა კლინიკური სიკვდილი, ახლა ისევ უმძიმეს მდგომარეობაშია: საქმე ისაა, რომ წლების წინ ღვიძლის გამო ჯანმრთელობა ძალიან შეერყა. იმკურნალა და
აკაკი დევაძის სამი კლინიკური სიკვდილი: ალბათ, ჯოჯოხეთი ვნახე...
აკაკი დევაძემ გაიხსენა, როგორ ნახა ჯოჯოხეთი კლინიკური სიკვდილის დროს [VIDEO]
აკაკი დევაძემ გაიხსენა, როგორ ნახა ჯოჯოხეთი კლინიკური სიკვდილის დროს [VIDEO]
სამწუხაროდ, 2015 წლის ოქტომბრიდან კაკოს მდგომარეობა ისევ გაუარესდა. თურქეთში, კლინიკაში სტუმრობის შემდეგ ექიმის დასკვნა გააცნეს, სადაც წერია, რომ გადასარჩენად სასწრაფოდ ესაჭიროება ღვიძლის ოპერაცია და ადგილზე 3-თვიანი რეაბილიტაციის კურსის გავლა.
ოპერაცია 70 ათასი დოლარი ჯდება, რეაბილიტაცია და წინასაოპერაციო ყველა ანალიზი - 10 ათასი დოლარი, ამას ემატება დონორის თანხა.
დახმარება თითოეულ ჩვენგანს შეუძლია, ზოგს ლარით, ზოგს კი - 100 ათასი დოლარით.
ტელეფონები:
5-93-956330
5-79-677447
5-55-445913
საქართველოს ბანკის კოდი BAGAGE 22
მიმღების ანგარიშის ნომერი GE52BG0000000692294500
პ.ს. კალა, სანამ ფეხბურთელი იყო, არავის არაფერს უშავებდა... დღეს კრიმინალთან ასოცირდება. ტიპიური რვაფეხაა.