ჯერ გენტი, მერე კოვერჩანო

AutoSharing Option
ქართველი მწვრთნელები ცოდნის გასაღრმავებლად უეფას მიერ ორგანიზებულ სემინარებს სისტემატურად ესწრებიან და სასიამოვნოა, რომ ეს ტრადიცია წლეულსაც გრძელდება. 2011 წლის პირველი სემინარი ბელგიის ქალაქ გენტში გაიმართება და იქ საქართველოდან 8 სპეციალისტი გაემგზავრება: საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის მწვრთნელთა მომზადების კურსების ხელმძღვანელი გაიოზ დარსაძე, საქართველოს თითქმის ყველა ასაკობრივი ნაკრების მწვრთნელები (19-წლამდელების – გიორგი დევდარიანი, 17-წლამდელების – კობა ჟორჟიკაშვილი, 16-წლამდელების – გელა შეყილაძე, 15-წლამდელების – ნოდარ აკობია, 14-წლამდელების – გოჩა ტყებუჩავა) და საქართველოს უმაღლესი ლიგის ორი გუნდის თავკაცი – ელგუჯა ქომეთიანი ზუგდიდის ''ბაიადან" და ბადრი
კვარაცხელია ცხინვალის ''სპარტაკიდან".
სემინარი 7-დან 11 თებერვლამდე გაგრძელდება და ქართველთა ვოიაჟის ხარჯებს მთლიანად უეფა დაფარავს.

''ბოლო წლებში მსგავს შეხვედრებზე უკვე 40-მდე ქართველი მწვრთნელია ნამყოფი და, ბუნებრივია, მათ სემინარებს მათთვის უქმად არ ჩაუვლია. ცნობილი ევროპელი სპეციალისტები ჩვენს მწვრთნელებს უახლეს პროგრამებს აცნობენ და, შეზღუდული დროის მიუხედავად, სემინარებიდან ყოველთვის გაღრმავებული ცოდნითა და გამდიდრებული გამოცდილებით ვბრუნდებით ხოლმე. ბელგიაში ახლაც დატვირთული და საინტერესო გრაფიკი გველის. ამ სემინარის მთავარი მიმართულება ახალგაზრდული ფეხბურთია და ასკობრივი ნაკრებების მწვრთნელები ამიტომ მიგვყავს, მაგრამ, რაკი საშუალება იყო, დელეგაციაში ორი კლუბის წარმომადგენელიც შევიყვანეთ", - გვითხრა გაიოზ დარსაძემ.

მისგან ისიც შევიტყვეთ, რომ ქართველი მწვრთნელები მორიგ სემინარებს მარტის ბოლოს კოვერჩანოს სახელგანთქმულ ბაზაზე დაესწრებიან.






.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული