დღეს, 16 მარტს, გამოქვეყნდა 21-გვერდიანი დოკუმენტი, რომელიც აშშ-ის ხელისუფლებისთვისაა მომზადებული. ეს უკანასკნელი მსოფლიო ფეხბურთის მმართველ ორგანიზაციაში არსებულ კორუფციაზე გამოძიებას ატარებს.
ფიფა იმედოვნებს, რომ აინაზღაურებს კორუფციულ საქმეში გარეული ფედერაციის 41 წევრისა და ჩინოვნიკისგან მითვისებულ ფულად სახსრებს, რომელსაც ორგანიზაცია ათეულობით მილიონ დოლარად აფასებს.