ფიფამ 1998 და 2010 წლების მუნდიალების მასპინძელთა არჩევნებზე ხმების გაყიდვა აღიარა

AutoSharing Option
ფიფამ ოფიციალურად აღიარა მსოფლიოს 1998 და 2010 წლების ჩემპიონატების მასპინძელთა გამოსავლენ არჩევნებზე ხმების მოსყიდვის ფაქტები. შეგახსენებთ, რომ 1998 წელს მუნდიალი საფრანგეთში ჩატარდა, 2010-ში კი - სამხრეთ აფრიკაში.

დღეს, 16 მარტს, გამოქვეყნდა 21-გვერდიანი დოკუმენტი, რომელიც აშშ-ის ხელისუფლებისთვისაა მომზადებული. ეს უკანასკნელი მსოფლიო ფეხბურთის მმართველ ორგანიზაციაში არსებულ კორუფციაზე გამოძიებას ატარებს.

ფიფა იმედოვნებს, რომ აინაზღაურებს კორუფციულ საქმეში გარეული ფედერაციის 41 წევრისა და ჩინოვნიკისგან მითვისებულ ფულად სახსრებს, რომელსაც ორგანიზაცია ათეულობით მილიონ დოლარად აფასებს.
ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 3 /
ამერიკის ხელისუფლება კი არა,სამართალდამცავები იზიებენ.იმ ლოგიკით იძიებენ,რომ დანაშაული მათ გამოააშკარავეს და საქმეც აღძრეს,ეს ფიფა-უეფას სკანდალები სწორედ ამერიკელების დაწყებულია.
გიორგი
17:58 16-03-2016
0
ბებიათქვენისამ 2018 და 2022 ხომ პატიოსნად აირჩიეთ რა. მაფიოზური ორგანიზაციაა და გააგრძელებენ კიდევაც თავიანთ შავ-ბნელ საქმეებს მრავალი წელი!
Koza nostra
17:14 16-03-2016
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული