"არ გრცხვენიათ?! ადამიანი იხვეწება, არ მინდა სიკვდილიო... სად დავკარგეთ ქართველობა?"

AutoSharing Option
საქართველოს ეროვნული ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი მამუკა წერეთელი სოციალურ ქსელ "ფეისბუქში" აკაკი დევაძის ჯანმრთელობასა და მხარდაჭერასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ეროვნული ნაკრების ყოფილი მეკარის მდგომარეობა 2015 წლის ოქტომბრიდან გაუარესდა. თურქულ კლინიკაში მას უთხრეს, რომ სასწრაფოდ ესაჭიროება ღვიძლის ოპერაცია და ადგილზე 3-თვიანი რეაბილიტაციის კურსი, ოპერაცია კი 50 000 დოლარი უჯდება.
გადავარჩინოთ კაკო დევაძე! - საქველმოქმედო მატჩი და ნაკრების აქცია
აკაკი დევაძე: მას შემდეგ ტელეფონი არ გაჩერებულა...

მამუკა წერეთლის განცხადების ტექსტს, რომელიც სოციალურ ქსელში გამოქვეყნდა, უცვლელად გთავაზობთ:

"ქართველი ნოვი ღრუზინები, რომლებსაც ბრექაობაში
ბადალი არ ჰყავთ, ათიათასობით ევროს რომ ბევრ სისულელეში აგდებენ, მეტიც, საყვარელს, ბოდიში და ქვედა საცვლებში მინიმუმ 1 000 ევროს რომ აგდებენ, თან ცოტა წინ წავიდეთ, გაუნათლებლობა-უწიგნურობაშიც ბადალი რომ არ ჰყავთ დუნიაზე, სწორედ მათ მივმართავ: ნამუსი საერთოდ გქონდათ? და თუ გქონდათ, ჩარეცხეთ საკუთარი ხელით?

რომელი ქართველის ერთობლივ თანადგომაზეა დღეს საუბარი? ადამიანს, არ უნდა იყოს რთული მისახვედრი, დიახ, აკაკი დევაძეს, 50 თამაშზე მეტი აქვს ნათამაშები ეროვნულ ნაკრებში და სრულიად საქართველოს რამდენი სიხარული მოუტანა.

ადამიანი დღეს სიკვდილ-სიცოცხლის მიჯნაზე დგას და რა გულგრილობას ვხედავ მის მიმართ?! ძალიან მწყდება გული...

არ გრცხვენიათ?! ადამიანი იხვეწება, არ მინდა სიკვდილიო და სიცოცხლე შემინარჩუნეთო...

ბევრი რამ არ ითქმევა კიდევ, მაგრამ სად დავკარგეთ ქართველობა და ადამიანობა? ვაი, სირცხვილო!", - წერს ფეხბურთელი.
მკითხველის კომენტარები / 42 /
კალაზე! სად ხარ ჩვენო საამყო ფეხბურტელო?!
არ იცის ალბატ
xo
29 მარტი 2016 19:39
0
და სად არიან არველაზეები და სხვა ცნობილები 50 000 ხომ მატი 1 კვირის ხეფასია
ფუუი მარტლაა რაა

ეს კაციმე და შენ კი არ მოგვიწოდებს რამ გაგაცხარა, არამედ ფეხბურტელებს
hm
29 მარტი 2016 19:38
0
აი რაც მინდორზე ხართ ფეხბურთელები-იგივენი ყოფილხართ მინდვრის გარეთაც.ხო ათჯერ მაინც ნაკლები შემოსავალი აქვთ რაგბისტებს თქვენთან შედარებით და რაოდენობითაც თქვენზე ათჯერ უფრო ცოტანი არიან მარა ესე ღვთის ამარა არ მიატოვებენ თავისიანს ათჯერ უფრო მეტი რო ჭირდებოდეს სამკურნალოდ. ერთი ზოლიანი ზებრასი არ იყოს-ტფუუიიი
რომან
29 მარტი 2016 18:42
0
მართლა რა ხდება, საკვირველია..ნამდვილად არ არიან ის ხალხი ასეთი ძუნწები რო მათ თანაგუნდელს ეს თანხა შეუგროონ..ნამდვილად სხვა რაღაც ხდება...
uchimata
29 მარტი 2016 18:17
0
ეს კაცი (ვინმე წერეთელი) ვის მიმართავს ვერ გავიგე. როდესაც ქეცბაიას და ცხადაძის ხელფასებზე იყო ლაპარაკი, აგვიხსნეს, ჩვენს საქმეში ეგეთი ხელფასებია და რა გინდთო და ახლა სხვა დარგის ხალხმა, მაგალითად 155 ლარიანმა პენსიონერებმა უნდა აგროვონ თანხა, რომელიც ცხადაძის ან ქეცბაიას 2 კვირის ხელფასზე ნაკლებია?

ეგების ამ 'ფეხბურთელების ოჯახმა' ჩვენს ლანძღვას თავის გაყიდულ თამაშებს, ცარიელ ტრიბუნებს, ნულოვან ინტერესს მათი კორუმპირებული და ფულის კეთებაზე ორიენტირებული საქმიანობის მიმართ როგორმე თავად მიხედოს, და კანონმორჩილ მოქალაქეებს თავი გაგვანებოს?
jondo
29 მარტი 2016 17:48
0
დგეს არავინაა დიდი ფულის გადამრიცხავი,ეგებ მობილურის ნომერი დაცეროთ რომ გაჭირვებულ ხალხმა გადავურიცხოთ ვისაც რამდენი შეუძლია...
არ არის რამე ნომერი ლარი რომ ერიცხებათ
zviadi
29 მარტი 2016 17:39
0
50000 არაა ის თანხა რომ ვერ შეგროვდეს. სად არიან არველაძეები, კალაძე, ცხადაძე, ქეცბაია, ყაველაშვილი, კობიაშვილი. ესენი ხომ იმ თაობის ბიჭები არიან დევაძესთან ერთად რომ თამაშობდნენ?
მარინა
29 მარტი 2016 17:06
0
ასეა ამ ქვეყანაში თუ ფეხი დაგიცდა უმეტესობა ზედ არ შემოგხედავს
zaza
29 მარტი 2016 16:48
0
50000 არაა ის თანხა რომ ვერ შეგროვდეს. სად არიან არველაძეები, კალაძე, ცხადაძე, ქეცბაია, ყაველაშვილი, კობიაშვილი. ესენი ხომ იმ თაობის ბიჭები არიან დევაძესთან ერთად რომ თამაშობდნენ?
givi
29 მარტი 2016 16:33
0
დიეგო მარადონას მრავალ სხვა მიზეზთან ერთად იმის გამოც ვცემ პატივს, რომ გაჭირვებაში ჩავარდნილი ცნობილი სამხრეთამერიკელი ფეხბურთელების დასახმარებლად მრავალი საქველმოქმედო მატჩის ორგანიზატორობა იკისრა, თავადაც გაისარჯა და საფეხბურთო სამყაროც გააერთიანა სიკეთის საკეთებლად. არ მინდა ვინმემ შეურაცხყოფად მიიღოს, მაგრამ, აბა, როგორ არა ვთქვა: პელეს და მარადონას შესაშურ გაცილებებს რომ უწყობთ საკუთარ თავს, ერთი საქველმოქმედო მიზნითაც შეგეკრიბათ ნაცნობ-მეგობარ ვეტერანთა მსოფლიო ნაკრები. ის ვეტერანები, ვინც ფედერაციის არჩევნებზე ზეაქტიურია, ასეთ უანგარო ღონისძიებებში რომ დაიხარჯონ, ვერა?! აქ ხომ ადამიანის სიცოცხლეზეა საუბარი, ადამიანის, რომელთან ერთადაც მშობელი ქვეყნის ღირსებას იცავდით.
ცოტნე დადიანი
29 მარტი 2016 16:08
0

სიახლეები პოპულარული