პირენეის ნახევარკუნძულზე ვიზიტის ფარგლებში, იმერული კლუბის მეპატრონეს რამდენიმე მნიშვნელოვანი საქმიანი შეხვედრა აქვს დაგეგმილი...
კლუბის ოფიციალური საიტი 5 აპრილს გამართული მიღების ამსახველ საინტერესო ფოტოებს აქვეყნებს, სადაც ილია კოკაია ესპანეთის სამეფოში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან, ზურაბ პოლოლიკაშვილთან და ესპანეთის ეროვნული ნაკრების მთავარ მწვრთნელთან, ლეგენდარულ ვისენტე დელ ბოსკესთან ერთადაა აღბეჭდილი.
კოკაიას ესპანეთში ყოფნის კონკრეტულ მიზნებზე კლუბის ოფიციალური საიტი არაფერს იუწყება.