პროექტი: მადრიდის "რეალის" საფეხბურთო აკადემიის ანალოგი საქართველოში?

AutoSharing Option
რამდენიმე დღეა, ესპანეთში საქმიანი ვიზიტით იმყოფება საფეხბურთო კლუბ "ზესტაფონის" მფლობელი ილია კოკაია.

იმერული კლუბის ოფიციალური ვებგვერდი გვამცნობს, რომ კოკაია შეხვდა ესპანეთის ნაკრების მთავარ მწვრთნელს, ვისენტე დელ ბოსკეს, ვინც თავის დროზე "რეალის" ფეხბურთელი იყო, მერე კი "გალაქტიკოდ" წოდებული დიდი გუნდის თავკაციც.

როგორც შევიტყვეთ, ამ შეხვედრის ორგანიზებაში დიდი წვლილი შეიტანა ესპანეთში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ზურაბ პოლოლიკაშვილმა. პოლოლიკაშვილს ქართველი ქომაგის წინაშე წარდგენა არ სჭირდება - ის ფეხბურთის დიდი ქომაგია და რამდენიმე წლის წინ თბილისის "დინამოშიც" მუშაობდა ხელმძღვანელ თანამდებობაზე.

რაზე ისაუბრა კოკაიამ დელ
ბოსკესთან და "რეალის" ხელმძღვანელ პირებთან? ამის თაობაზე უფრო დაწვრილებით მას შემდეგ შევიტყობთ, როცა ვიზიტი დასრულდება. ახლა მხოლოდ ის ვიცით, რომ "ზესტაფონის" მფლობელის ესპანური ვიზიტის ერთ-ერთი მთავარი მიზანი "რეალის" ბავშვთა საფეხბურთო აკადემიის სტრუქტურის გაცნობა და იქაური გამოცდილების, ასე ვთქვათ, გადმოქართულებაა.

ვერაფერს იტყვი, შესანიშნავი იდეაა. არავინ დავობს იმაზე, რომ დღეს ქართულ ფეხბურთს სწორედ "ფესვებში" უჭირს და ჩვენი ფეხბურთის საშველი არ იქნება, თუ ბავშვთა ფეხბურთს არ მიეხედა.

როგორც ჩანს, "ზესტაფონის" მფლობელი ამ პრობლემით სერიოზულადაა დაინტერესებული. ბავშვთა ფეხბურთის მხრივ, განსაკუთრებით მწვავედ დგას პრობლემა რეგიონებში, მათ შორის - დასავლეთ საქართველოში, რომელიც ქართული ფეხბურთის ტალანტების დიდი სამჭედლო იყო...

რა თქმა უნდა, "რეალი" სხვა სიმაღლეა, მაგრამ ძლიერი საფეხბურთო აკადემიის ჩამოყალიბება "ზესტაფონში" უტოპია სულაც არ არის. მკითხველს შევახსენებთ, რომ კლუბის განკარგულებაშია ორი შესანიშნავი ბაზა (თბილისსა და ზესტაფონში).

ჩვენ ძალიან ხშირად ვხედავთ, რომ საქართველოს სხვადასხვა ასაკობრივ ნაკრებში მოთამაშე ჭაბუკების აბსოლუტური უმრავლესობა თბილისურ კლუბებს წარმოადგენს. ამაში დამნაშავე არც ნაკრებების მწვრთნელები არიან და არც კლუბების ხელმძღვანელები. სამწუხაროდ, უნდა ვაღიაროთ, რომ თბილისის გარდა, დღევანდელ საქართველოში არსად არ არის შექმნილი თუნდაც ნორმალური პირობები ბავშვის განვითარებისთვის. საკმარისია, ნიჭიერი ბავშვი გამოჩნდეს რეგიონში, რომ იმ წამსვე თბილისში გარბის.

...არაერთხელ გვინახავს, ამბიციურ ქართულ კლუბებს სხვადასხვა გუნდთან თანამშრომლობა რომ დაუწყიათ და ძალიან ცოტა შემთხვევაში ყოფილა ეს პროექტი წარმატებული. იმედი გვაქვს, "ზესტაფონისა" და "რეალის" შემთხვევაში სხვანაირად იქნება და აუცილებლად გამოიღებს ნაყოფს.

მადრიდული კლუბი, ალბათ, ყველაზე პოპულარულია მსოფლიოში და როცა საქმე "რეალს" ეხება, ძალიან ბევრი სასარგებლო რამის სწავლა შეიძლება...

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 8 /
Lelo. Chadit azerebtan. Da turqetshi naxet rogor ashuqeden fexdurts televiziit ai amaze weret rom baudrunot xalxi stabioneds
koka
18:07 08-04-2016
0
Tengo-ს ვეთამხმები - რეალური პრობლემა ჩვენს ჩემპიონატში უნდა ვეძებოთ. უპირველესი პრობლემა იმაშია, რომ ჩემპიონატში ძირითადად სახელმწიფო კლუბები თამაშობენ, რომლებშიც ხვალინდელ დღეზე არავინ ფიქრობს - ყველამ იცის, რომ დროებითაა იმ კლუბში და შესაბამისად არც ახალგაზრდები აინტერესებს არავის, ყველას დღევანდელი კვერცხი ურჩევნია ხვალინდელ ქათამს.
kote
20:53 07-04-2016
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული