თბილისის "დინამოს" პირველი ტრანსფერი - მარტინიკელი მატიას კურიე [VIDEO]

AutoSharing Option
თბილისის "დინამოში" ეგზოტიკური ქვეყნის, მარტკინიკის კუნძულის წარმომადგენელი ითამაშებს - მატიას კურიე თავის ფეისბუქ გვერდზე გამოაქვეყნა ფოტო, რომელშიც ის საქართველოს ჩემპიონის მაისურითაა:

"ველოდებოდი ჩემი კონტრაქტის დასრულებას "ჩერნო მორესთან", რომ ოფიციალურად გამეცხადებინა - ხელი მოვაწერე თბილისის "დინამოსთან" კონტრაქტს. ჩემი სურვილია ტიტულების მოგება და ევროთასებზე თამაში. "დინამო" კი ამის საშუალებას მაძლევს. მადლობა იმისთვის, რომ მენდეთ. მოუთმენლად ველი, როდის აღმოვაჩენ ჩემთვის ახალ ქვეყანას, ახალ კულტურასა და ახალ გუნდს", - დაწერა მან.

მატიას კურიე გარემარბია, ის 28 წლისაა
და ფრანგული "ლე ავრის" აღზრდილია. რამდენიმე ფრანგული და ესპანური კლუბის გამოცვლის შემდეგ ის ბოლო ორი სეზონის განმავლობაში ბულგარულ "ჩერნო მორეში" თამაშობდა, სადაც ორ სეზონში 16 გოლი გაიტანა.
იხილეთ მატიას კურიეს საუკეთესო მომენტების ვიდეო
Sportall.Ge
მკითხველის კომენტარები / 20 /
სადაც კაზინოა იმ ქვეყანაში ოლეინიკის გადასვლა გამორიცხულია. დაგუგლე და ნახავ...
akaki-s
01:52 30-05-2016
0
მომიტევეთ, კაკაბაძეში ამერია ცინცაძე როდესაც ვწერდი ეროვნული ნაკრების 2 მარჯვენაფლანგელი ყავს დინამოსო?!

გარემარბი რა არის?... დღევანდელი მოთხოვნების პირობებში გარემარბი ისეთივე ეფექტური უნდა იყოს დაცვაში როგორც შეტევაში და ვინც ეგ დაწერა რომ მე ეს არ ვიცი, ის 60-80-ანი წლების სტერეოტიპებით აზროვნებს.

თუ თქვენ ძალიან მოგწონთ ეს მარტინიკელი რომელიც ბულგარეთის!!! ჩემპიონატის გუნდსაც კი არ სჭირდება, მაშინ მოდით და პირდაპირ დაწერეთ რომ არ გინდათ დინამოს ევროთასებზე თამაში, იმიტომ რომ ასეთი დონის ფეხბურთელებით ეს მიზანი მიუღწეველია.

მე მხოლოდ ამიტომ გამოვთქვამ გულისწყრომას რომ ძალიან მინდა ეს ოცნება ყველას აგვიხდეს და დინამომ ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ითამაშოს და რაღაც პოზიტიური გელანდებათ! რა არის პოზიტიურიი, ეს "მარტინიკა"?!!!

ხოდა თუ დინამო მართლაც არ გაძლიერდა თუნდაც ისეთი ფეხბურთელებით როგორიც იაშკა და ჩისკო იყვნენ არაფერი არ გამოვა და ეს მწყინს მხოლოდ.

ზოგს "მარტინიკა" და ღადაობა უნდა და ვისაც დინამოს ნამდვილი წარმატება გაგვატარეთ...



zaza
02:14 30-05-2016
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული