თბილისის "დინამომ" ბულგარეთიდან კიდევ ერთი ფეხბურთელი დაიმატა

AutoSharing Option
პლოვდივის "ლოკომოტივის" 26 წლის ბულგარელი ნახევარმცველი სტეფან ველევი თბილისის "დინამოს" ფეხბურთელი გახდა. ამის შესახებ ინფორმაციას ბულგარული კლუბის ოფიციალური ვებგვერდი ავრცელებს.

წყაროს ინფორმაციით, ველევი "დინამოსთან" 1+1 სისტემით კონტრაქტს გააფორმებს.

თავის მხრივ, ბულგარული კლუბი ველევს მადლობას უხდის სამსახურისთვის და მომავალში წარმატებებს უსურვებს.

"ლოკომოტივის" საიტზე ასევე მოყვანილია ფეხბურთელის სტატისტიკა. ველევმა "ლოკომოტივის" მაისურით განვლილ სეზონში 28 მატჩში მიიღო მონაწილეობა და ერთი გოლი გაიტანა.

ასევე იხილეთ:
თბილისის "დინამო": მატიას კურიე არის, რემი ამიო და ერიკ საბოც მოდიან
მკითხველის კომენტარები / 3 /
რა მოხდება ორი-სამი სეზონი რო ჩამოვიდნენ, ან იყიდონ და ჩამოიყვანონ, ეს ჩვენი ახალგაზრდა პერსპექტიული ფეგბურტელები, კაშია, ჯანო, ჩანტურიები, ოქრი, და ა.შ. დაუნიშნონ მწვრთნელად ქართველი, ცხადაზე, ან ქეცბა, ან შოთა, ან ცქიპო, ან ცეცაზე, ან ვინმე ესეთი ამბიციური , ასე მაინც ვცადოთ რომელიმე ქართულ კლუბში , იქნებ რამე შედეგი იყოს, შეთამაშებულები იქნება რაგაც ბირთვი და ნაკრებს იქნებ ამით ეშველოს. / მაინც ვერ ტამაშობენ თავიანთ გუნდებში და სულ სადატარიგიები არიან, თან მეორე დივიზინში თამაში რა მუგამი აქ...
Vaso
18:26 30-05-2016
0
იმედია გაამართლებს, დინამოსგან წელს ბევრს ველოდებით)))))))
JiJi
16:54 30-05-2016
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული