ვიტალი დარასელიას სახელობის ტურნირი: დასანანი მარცხი ფინალში [VIDEO+PHOTO]

AutoSharing Option
31 მაისს დასრულდა თბილისის "დინამოს" მიერ ორგანიზებული, ვიტალი დარასელიას ხსოვნისადმი მიძღვნილი საერთაშორისო ტურნირი.

ფინალამდე გაიმართა მატჩი მესამე ადგილისთვის, რომელშიც თბილისის "ლოკომოტივი" 0:4 დამარცხდა "ტრაბზონსფორთან".

ფინალში კი ერთმანეთის პირისპირ თბილისის "დინამო" და ალკმაარი" დადგნენ. მატჩი ძალიან დაძაბული აღმოჩნდა. ვნახეთ ყველაფერი ის, რითიც ფეხბურთი ფასობს. ვნახეთ ემოცია, თითო წითელი ბარათი ორივე მხრიდან...

მთელი თამაში "დინამოს" უპირატესობით მიმდინარეობდა, თუმცა ბოლოს გუნდი მოდუნდა და ორი დასანანი გოლი გაუშვა - 2:0 "ალკმაარის" სასარგებლოდ.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

ტურნირის საუკეთესო მეკარედ იესპერ შენდელაარი ("ალკმაარი") აღიარეს. მას პრიზი "დინამოს"
ლეგენდარულმა გოლკიპერმა ოთარ გაბელიამ გადასცა. ალექსანდრე იაშვილმა საუკეთესო ბომბარდირის პრიზით "დინამოს" შემტევი თამაზ ბაბუნაძე დააჯილდოვა. ტურნირის საუკეთესო ფეხბურთელად კი ალკმაარელი ჯოი იაკობი დასახელდა, რომელსაც პრიზი "დინამოს" კიდევ ერთმა ლეგენდამ, თენგიზ სულაქველიძემ გადასცა.

Sportall.Ge

Sportall.Ge

Sportall.Ge

Sportall.Ge
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 2 /
კარგია თუ მსგავსი ტურნირები ხშირად იქნება
jiji
11:42 01-06-2016
0
საინტერესო თამაშები ვნახეთ. მადლობა ტურნირის ორგანიზატორებს!

"დინამო" ბოლო წუთებზე დაიღალა. ამას მიჩვეული ვართ. "ლოკომოტივის" დამარცხება დიდი ანგარიშით კი აუცილებლად გასაანალიზებელია.
სირბილის სწავლების ცენტრი
11:41 01-06-2016
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული