"დინამო" ევროპულ რეიტინგში 139-ე ადგილზეა

AutoSharing Option
ფეხბურთის ისტორიისა და სტატისტიკის საერთაშორისო ფედერაცია ყოველთვიურად მსოფლიოს 350 კლუბისგან შემდგარ რეიტინგს აქვეყნებს, გუშინ კი 21-ე საუკუნის პირველი ათწლეული შეაჯამა და მხოლოდ ევროპელებისგან შემდგარი 643-კლუბიანი სია წარმოადგინა. აღსანიშნავია, რომ ამ რეიტინგში 9 ქართული კლუბია შესული.

ჩვენი ქვეყნიდან საუკეთესო პოზიციაზე თბილისის "დინამოა", რომელიც 139-ე ადგილზეა. დანარჩენი კლუბებიდან ერთი (ამერი) აღარ არსებობს, ორიც (ბათუმი და ლოკომოტივი) პირველ ლიგაში თამაშობს.

ბევრი რომ აღარ გავაგრძელოთ, ქართული კლუბების პოზიციებს წარმოგიდგენთ: "ვიტ ჯორჯია" - 240-ე, "ზესტაფონი" - 271-ე, "ოლიმპი" - 329-ე, "ლოკომოტივი" - 372-ე, "სიონი" -
407-ე, "ტორპედო" - 417-ე, "ამერი" - 553-ე, "ბათუმი" - 598-ე.

ქართული კლუბები რეიტინგში ევროტურნირებსა და შინაურ პირველობებზე ნაჩვენები შედეგებით მოხვდნენ, თუმცა ქულათა უდიდესი ნაწილი ევროთასებზე გამოსვლით დააგროვეს.

რეიტინგს კი "ბარსელონა" ლიდერობს, რომელმაც ბოლო ათწლეულში ჩემპიონთა ლიგა ორჯერ მოიგო. საუკეთესო ათეული სრულად ასე გამოიყურება: 1. ბარსელონა (ესპანეთი), 2. მანჩესტერ იუნაიტედი (ინგლისი), 3. ლივერპული (ინგლისი), 4. არსენალი (ინგლისი), 5. ინტერი (იტალია), 6. ბაიერნი (გერმანია), 7. მილანი (იტალია), 8. რეალი (ესპანეთი), 9. ჩელსი (ინგლისი), 10. რომა (იტალია).





.
მკითხველის კომენტარები / 1 /
წყარო დადეთ ხოლმე
Booo
15:12 15-02-2011
0

სიახლეები პოპულარული