28 წლის ხორვატი მარცხენა მცველი მატია შპიჩიჩი და 28 წლის ფრანგი მეკარე ანტონი სკრიბე.
ხორვატმა მცველმა ბოლო სეზონი "ოსიეკში" გაატარა. მანამდე შპიჩიჩი ბაქოს "ინტერში", "სიბირში", "ისტრაში", "ტავრიაში" და მშობლიურ ზაგრებში გამოდიოდა.
სკრიბე "დინამოში" მოსვლამდე სამი სეზონი ფრანგული "აიაჩოს" ღირსებას იცავდა. კარიერა კი ფრანგმა კიპერმა "მონპელიეში" დაიწყო.
- თბილისის "დინამომ" სტეფან ველევსა და მატიას კურიეს ერთწლიანი კონტრაქტები გაუფორმა
მომზადებულია fcdinamo.ge-ს მიხედვით