თბილისის "დინამომ" სტეფან ველევსა და მატიას კურიეს ერთწლიანი კონტრაქტები გაუფორმა

AutoSharing Option
თბილისის "დინამოს" ოფიციალური საიტის ცნობით, გუნდის ღირსებას 27 წლის ბულგარელი ნახევარმცველი სტეფან ველევი და 28 წლის მარტინიკელი შემტევი ნახევარმცველები მატიას კურიე დაიცავენ. ორივე ფეხბურთელმა კლუბთან ერთწლიანი კონტრაქტი გააფორმა.

[ევროტურნირების წინ] თბილისის "დინამო" - შარშანდელი არ უნდა განმეორდეს!

ბულგარეთის ნაკრების ფეხბურთელის ბოლო კლუბი პლოვდივის "ლოკომოტივი" იყო, მანამდე კი ველევი სოფიის "ლევსკის", სტარა ზაგორას "ბეროესა" და "ლოკომოტივის", ასევე "ლიუბიმეცის" ღირსებას იცავდა. ბულგარეთის ნაკრებში სტეფან ველევს 7 შეხვედრა აქვს გამართული. ბოლოს მან, ორიოდე კვირის წინ, იაპონიაში გამართულ შეკრებაზე, იაპონიისა და დანიის ნაკრებების წინააღმდეგ
იასპარეზა.

მატიას კურიეს ბოლო კლუბი ბულგარეთის უმაღლესი ლიგის "ჩერნო მორე" იყო, სადაც ჩატარებულ 55 შეხვედრაში 16 გოლი გაიტანა. სხვადასხვა დროს მას ვალენსიის "ჰურაკანში", "ატლეტიკო ბალეარესში" და "ნანტის" მეორე გუნდში უთამაშია. კურიეს მშობლიური მარტინიკის ნაკრებში 6 მატჩი აქვს ჩატარებული.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ჩემპიონი და თასის მფლობელი "დინამო" წელს ჩემპიონთა ლიგაში მეორე საკვალიფიკაციო ეტაპიდან ჩაერთვება, მანამდე კი, 20 ივნისიდან, ავსტრიულ შეკრებაზე გაემგზავრება.
მკითხველის კომენტარები / 4 /
ხუციშვილმა ჯერ ზესტაფონში ჩამოიყვანა ჰაი კლასის ბულგარელები და აფრიკის რომელიღაც ქვეყნიდან ფეხბურთელები და ეხლა დინამოში მოყავს ესეთები მალადეც სპორტულ დირეკტორიც ესეთი უნდა
fexburteli
17:58 18-06-2016
0
სამწუხაროდ მანდანდას როისს და ვერატის კლუბები არ უშვებენ და ამათ უნდა დავჯერდეთ
Akaki
17:51 18-06-2016
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული