ქართული გუნდების მეტოქეები ევროპის ლიგის საკვალიფიკაციოზე ცნობილია

AutoSharing Option
დღეს შვეიცარიის ქალაქ ნიონში ევროპის ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის წილიყრა გაიმართა. მატჩები 30 ივნისს და 7 ივლისს გაიმართება.

"სამტრედია" პირველ შეხვედრას სტუმრად "გაბალასთან" (აზერბაიჯანი) გამართავს.

გორის "დილა" საკუთარ მოედანზე "შირაქს" (სომხეთი) უმასპინძლებს.

საჩხერის "ჩიხურა" პირველ მატჩს სტუმრად "ზიმბრუსთან" (მოლდოვა) ჩაატარებს.

პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის წარმატებით დაძლევის შემთხვევაში, "სამტრედიას" მომდევნო მეტოქე ყაზახური "აქტობესა" და უნგრული მტკ-ის წყვილში გამარჯვებული იქნება.

"შირაქის" ბარიერის დაძლევის შემთხვევაში, მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე "დილას" მეტოქე ტრნავას "სპარტაკისა" (სლოვაკეთი) და "ჰიბერნიანის" (მალტა) დუელში გამოვლინდება, "ჩიხურას" კი, "ზიმბრუსთან" წარმატების შემთხვევაში, "ოსმანლისფორი"
ელის.

- თბილისის "დინამოს" მეტოქე ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციოზე ცნობილია
მკითხველის კომენტარები / 62 /
სვანი-ს ,ჩვენი გუნდებისთვის ყველა მოწინააღმდეგე გრანდია სამწუხაროდ!
0
,შეიძლება წელს ვერ გავიდეთ მაგრამ მომავალი წლიდან ასეთი დონოს გუნდები განხილვის საგანი არ იქნება და უკვე იმას ვიტყვით რომ მეტოქეს არ გაუმართლა. ამას გამოიწვევს ათ გუნდიანი ჩემპიონატი გაზაფხული შემოდგომის პრინციპი და კიდევ რამოდენიმე კერძო კლუბი საქართველოში
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული